04 სექ - 04 ოქტ
ასისტენტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
შშმ პირთა დღის ცენტრი მშობლების თანადგომა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ორგანიზაცია „მშობლების თანადგომას „ 18+ დღის ცენტრი მის: თბილისი თევდორე მღვდელის ქ.46 აქვს ვაკანსია ასისტენტის პოზიციაზე.
სამუშაო საათები მოიცავს კვირაში ხუთ სამუშაო დღეს 10 – 16 საათამდე.
ანაზღაურება შეთანხმებით!

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
  • დაეხმაროს სპეცპედაგოგს და მონაწილეობა მიიღოს დღის ცენტრის ყველა აქტივობების განხორციელების პროცესში.
  • სოციალური ინტეგრაციის პროგრამის, თემატური გასვლითი გაკვეთილების, სეზონური კულტურული ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
  • ბენეფიციარის ინდივიდუალური გეგმის შედგენასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
  • ჯგუფური აქტივობების დაგეგმა და განხორციელება
  • ბენეფიციარების ინდივიდუალურად დახმარება საჭიროების შემთხვევაში;
  • შშმ 18 წელს ზემოთ ბენეფიციარების გამოყენებითი ხელოვნება და შრომითი საქმიანობის აქტივობების განხორციელება, შემუშავებული პროგრამიდან გამომდინარე სამუშაო მასალის მომზადება-მოძიება
  • გუნდური მუშაობა, თანამშრომლობა
  • დაიცვას ორგანიზაციის შინაგანაწესი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი, (ან სტუდენტი ფსიქოლოგის, ოკუპაციური თერაპიის, სოცმუშაკის სპეციალობით ) განათლება;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა ( MS Word, exel, )

მოთხოვნები სპეციფიკური და პიროვნული უნარების მიმართ:
  • სოციალურ სფეროში მუშაობის გამოკვეთილი ინტერესი;
  • გუნდური და დამოუკიდებელი მუშაობა;
  • დატვირთულობის/დაძაბულობისა და კრიტიკის მიღების უნარი;
  • კეთილსინდისიერება/სანდოობა;
  • მოქნილობა, გამძლეობა (სტრესის დაძლევის უნარი);
  • სხვების დახმარებაზე ორიენტაცია;
  • კომუნიკაბელურობა, ინიციატივა;
  • ადაპტაციის უნარი.
  • პუნქტუალობა

შერჩევის პროცედურა:
1 ეტაპი - CV-ის განხილვა;
2 ეტაპი - გასაუბრება;

გამოაგზავნოთ თქვენი რეზუმე და სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე: natiakikvadze52@gmail.com ელფოსტის “subject” ველში აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ვაკანსიის დასახელება,წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
განცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 30 სექტემბერი 2024

ადმინისტრაცია
ადმინისტრაციული თანაშემწე,
პირადი ასისტენტი
ნახვები 131
უნიკალური ნახვები 126