05 სექ - 03 ოქტ
სტარტი
მზარეული
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
  • სრული განაკვეთი
  • 1800
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
"Hotel Memoir Kazbegi" არის სასტუმროების მენეჯმენტ კომპანია DNT Group-ის მართვაში არსებული 32 ნომრიანი 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო.
ვეძებთ გუნდის წევრს მზარეულის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: 9 აპრილის ქუჩა #10, სტეფანწმინდა

ძირითადი ფუნქციები:
  • სამზარეულოს გამართულად მუშაობის ხელშეწყობა მოქმედი კანონმდებლობის, რეგულაციების, HACCP - ის სტანდარტების შესაბამისად;
  • კერძების დადგენილი რეცეპტებით, პროდუქტის განსაზღვრული რაოდენობებით და შესაბამისი სტანდარტების დაცვით მომზადება;
  • პროდუქტების შესაბამისი წესების დაცვით დამუშავება; სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესაბამისობის დადგენა;
  • პროდუქტის ხარისხის და ვადების მუდმივი მონიტორინგი;
  • შემოსული შეკვეთებზე დაუყოვნებლივ რეაგირება და დროული მომზადება;
  • აქტიური კომუნიკაცია მომსახურე პერსონალთან მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად;
  • სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინირებული მუშაობა;
  • სამუშაო პროცესებში შესაძლო რისკების იდენტიფიცირება და პრევენციული ზომების მიღება;
  • სანიტარული, ჰიგიენური ნორმების, უსაფრთხოების წესების, შრომის დისციპლინის ნორმების დაცვა;
  • სამზარეულოს/სამუშაო სივრცის მუდმივად სუფთა და მოწესრიგებულ მდგომარეობაში შენარჩუნება;
  • სტუმართმოყვარე, ყურადღებიანი, უსაფრთხო და მეგობრული გარემოს შექმნის ხელშეწყობა;
  • სტუმრის კმაყოფილებაზე მუდმივი ზრუნვა;
  • პრობლემური შემთხვევისას დაუყოვნებლივი მოგვარება და სამომავლო პრევენციისთვის შესაბამისი ზომების მიღება;
  • სამუშაო ინვენტარის, ჭურჭლის, დანადგარების გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება;
  • მატერიალური და არამატერიალური ქონების გაფრთხილება და დაცვა;
  • კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;
  • მოქმედი საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების, შიდა ნორმატიული ინსტრუქციების, კომპანიის შიდა წესების დაცვა;
  • საჭიროების შემთხვევაში შეფმზარეულის ფუნქციების შეთავსება

კვალიფიკაცია:
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული მოქმედი კანონმდებლობის/სტანდარტების ცოდნა

უნარები:
  • როგორც გუნდური, ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • სხვისი აზრის მოსმენის, პატივისცემის და გაზიარების უნარი;
  • პრობლემური საკითხების მოგვარების უნარი;
  • კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი;
  • ყურადღებიანი, დეტალებზე ორიენტირებული;
  • ორგანიზებული საქმიანობის წარმართვის უნარი

ანაზღაურება: თვეში 1800 ლარი
კვებით და საცხოვრებლით უზრუნველყოფა

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ რეზიუმე, ელფოსტაზე: avto15lomidze@gmail.com.
ელ-ფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
სასტუმრო/რესტორანი/კვება
მზარეული
ნახვები 120
უნიკალური ნახვები 120