05 სექ - 04 ოქტ
მიმღების კოორდინატორი/ლაბორატორიასა და მიმღებს შორის კოორდინირება
თბილისი, ვაკე, ფალიაშვილის ქ.
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
შპს ,,სამედიცინო ცენტრი ციტო”, 1997 წლიდან დღემდე, უწყვეტად ემსახურება პაციენტებსა და კლინიკებს, ჩაბმულია ჯანდაცვის პროგრამებსა და კლინიკურ კვლევებში.
ჩვენი ძირითადი მისიაა პაციენტთა ხარისხიანი, საერთაშორისო სტანდარტების დონის სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა. ამჟამად, ,,ციტო” საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილია თოთხმეტ ლოკაციაზე და თავის პაციენტებს სთავაზობს: ლაბორატორიულ და ინსტრუმენტალურ კვლევებს, სხვადასხვა დარგის გამოცდილი და კვალიფიციური ექიმების კონსულტაციებს.

შპს ,,სამედიცინო ცენტრი ციტო“ აცხადებს ვაკანსიას მიმღების კოორდინატორის (ლაბორატორიასა და მიმღებს შორის კოორდინირება) პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • საპროცედუროდან და სინჯების დროებითი დაყოვნების კარადიდან ლაბორატორიული კვლევებისთვის აღებული პირველადი სინჯების შესაბამისი კონტეინერით ტრანსპორტირება მასალების შეგროვების ოთახში;
  • პირველადი სინჯების დამუშავება / ცენტრიფუგირება ლაბორატორიაში ტრანსპორტირებამდე;
  • ყველა სავალდებულო დოკუმენტაციის გაფორმება და პროგრამული უზრუნველყოფა;
  • სინჯებისა და მათი შესაბამისი დოკუმენტაციის შედარება და იდენტიფიკაცია;
  • გამოსაკვლევი მასალისა და დოკუმენტაციის შეფუთვა და მოთავსება სპეციალურ სატრანსპორტო კონტეინერში;
  • ყოველდღიური ნიმუშების ტრანსპორტირების კონტროლი კურიერის საშუალებით;
  • სატრანსპორტო კონტეინერებში და შესაბამის სივრცეებში გარემო პირობების (ტემპერატურა/ტენიანობა და სისუფთავის) კონტროლი და ჩანაწერების შესრულება;
  • სასტერილიზაციო, სინჯის შეფუთვისა და ინფრასტრუქტურის გეგმურ/არაგეგმურ სამუშაოებზე არსებული ჩანაწერების შესრულება/ზედამხედველობა;
  • მოწყობილობის ტექნიკური და პრევენციული მომსახურების სააღრიცხვო დოკუმენტის შევსება;
  • ტესტის პროცედურების შესრულების სიზუსტის კონტორილი;
  • ლაბორატორიის პერსონალთან, კურიერებთან და ფილიალების თანამშრომლებთან კომუნიკაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველი განათლება: უმაღლესი
  • აუცილებელია საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • სასურველი გამოცდილება: 1 წელი მსგავს პოზიციაზე;
  • ენების ცოდნა: ქართული, სასურველია ინგლისური;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პრობლემების ანალიზი და სწრაფი რეაგირების უნარი;
  • კეთილსინდისიერება და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვაკე, ფალიაშვილის ქ. N40.
სამუშაო განრიგი: ორშაბათი- პარასკევი 09:00- 17:00,
შაბათი 09:00- 15:00.


დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@cito.ge , ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
სამედიცინო
რეგისტრატურა
ნახვები 133
უნიკალური ნახვები 118