შემდეგი
05 სექ - 19 სექ
სტარტი
მარკეტინგისა და პროდუქტების განვითარების მენეჯერი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
- ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@basisbank.ge
BB ლიზინგი აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგისა და პროდუქტების განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.
მოვალეობები:
- მარკეტინგის გეგმის შემუშავება და მისი შესრულების უზრუნველყოფა;
- პროექტებისა და აქტივობების დაგეგმვა, მართვა, ანალიზი;
- არსებული ვებ-გვერდებისა და სოციალური არხების მართვა/განვითარება, გუნდთან ერთად;
- პერიოდულად ბაზარზე დაკვირვება, ტენდენციების შესწავლა;
- კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია მარკეტინგის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება (ფინანსურ სექტორში მიღებული გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად);
- Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;
- ინგლისურის ცოდნა საბაზისო დონეზე.
პიროვნული უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2024 წლის 19 სექტემბრის ჩათვლით გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@basisbank.ge, სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას
მარკეტინგი, რეკლამა, PR
მარკეტინგის მენეჯერი
ნახვები 188
უნიკალური ნახვები 180