05 სექ - 04 ოქტ
იურიდიული განყოფილების უფროსი
ბათუმი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
საფინანსო ორგანიზაცია შპს „სესხის გამცემი სუბიექტი უნივერსალი“ აცხადებს ვაკანსიას ,,იურიდიული განყოფილების უფროსი“-ს თანამდებობაზე.

სამუშაოს გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე. დასვენების დღეები - შაბათი, კვირა და ყველა უქმე დღე.
ლოკაცია: ბათუმი
ანაზღაურება: ფიქსირებული 1500 ლარი

ჩვენი შემოთავაზებაა:
  • კომფორტული სამუშაო გარემო;
  • კარიერული განვითარების და წინსვლის შესაძლებლობა.

ჩვენი ბენეფიტი:
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • ულიმიტო სატელეფონო სასაუბრო დრო.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი იურიდიული განათლება;
  • ამავე პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა.

ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:
  • იურიდიული განყოფილების თანამშრომელთა საქმიანობაზე საერთო ზედამხედველობა.
  • კომპანიის დირექტორის ინფორმირებულება, საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებისა და კომპანიაში გასატარებელი შესაბამისი ღონისძიებების შესახებ.
  • შესაბამისი იურიდიული კონსულტაციების გაწევა და კომპანიის საქმიანობაში წამოჭრილ სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით დასკვნების მომზადებას (იურიდიული ანალიზი).
  • მომხმარებელთა პრეტენზიის დაფიქსირების შემთხვევაში მისი განხილვა და კანონმდებლობის შესაბამისი ზომების და მოქმედებების გატარება.
  • საქართველოს ეროვნული ბანკისათვის ყოველთვიური ანგარიშგების გაგზავნა მომხმარებელთა პრეტენზიების შესახებ:

პიროვნული თვისებები და მახასიათებლები:
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • თავაზიანი, კომუნიკაბელური და მოქნილი;
  • დისციპლინირებული და პუნქტუალური;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • დაკვირვებული და პასუხისმგებლიანი;
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@un.ge გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ,,იურიდიული განყოფილების უფროსი“.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

თუ თქვენ ხართ დაინტერესებული კარიერული განვითარებით და გაქვთ პრაქტიკული გამოცდილება იურიდიული საქმიანობის სფეროში, თქვენი ადგილი ჩვენს გუნდშია. შემოგვიერთდით!
წარმატებებს გისურვებთ!
იურიდიული
იურისტი
ნახვები 137
უნიკალური ნახვები 129