06 სექ - 06 ოქტ
არქიტექტორი
ბათუმი, ძველი ბათუმის უბანი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 5 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
კომპანია "BWC" აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორის პოზიციაზე ბათუმში.

მოვალეობები:
  • ყველა საპროექტო ფაზაზე (კონცეპტუალური, სქემატური, დეტალური) სრულფასოვანი სანებართვო, სამშენებლო და საპრეზენტაციო მასალის მომზადება;
  • დამკვეთებთან კომუნიკაცია, საპროექტო დავალების ჩამოყალიბება;
  • ინდივიდუალურ და გუნდურ პროექტებზე მუშაობა;
  • სამუშაოს დაგეგმვა, შესრულება და მონიტორინგი;
  • მშენებლობაზე საავტორო ზედამხედველობის განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ხუთ წლიანი გამოცდილება;
  • კომპლექსურ პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;
  • მოლაპარაკებების წარმოების გამოცდილება;
  • მოქმედი სამშენებლო-სანებართვო კანონმდებლობის ცოდნა;
  • გამართულად კომუნიკაციის უნარი ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე;
  • პროფესიული პროგრამების ცოდნა: Archicad, AutoCAD, Photoshop;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Outlook).

პიროვნული თვისებები და უნარები:
  • დროის ეფექტური მართვა;
  • ორგანიზების კარგი უნარი;
  • სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
  • გუნდური და პასუხისმგებლობიანი;
  • განვითარებაზე ორიენტირებული;
  • შრომისმოყვარე და ენერგიული;
  • დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • სოციალურად გახსნილი და კოლეგიალური;
  • პუნქტუალური.

ანაზღაურება და სხვა ბენეფიტები:
  • ანაზღაურება კვალიფიკაციის შესაბამისად;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი პორტფოლიო და რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: a.chazmava@gmail.com. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "არქიტექტორი", წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება. დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.
სამშენებლო, უძრავი ქონება
არქიტექტორი
ნახვები 138
უნიკალური ნახვები 130