09 სექ - 08 ოქტ
უსაფრთხოების თანამშრომელი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სასტუმრო "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების თანამშრომლის პოზიციაზე.

ძირითდი მოვალეობები:
  • უზრუნველყოს სტუმრისა და თანამშრომლის უსაფრთხოება
  • სასტუმროს პარკინგის კონტროლი
  • სასტუმროს კამერების მონიტორინგი
  • სასტუმროს ტერიტორიაზე რეგულარული შემოვლების ჩატარება და აღმოჩენილი დარღვევების დაფიქსირება

უნარ ჩვევები და მოთხოვნები:
  • ენერგიული, პოზიტიური
  • პასუხისმგებლიანი
  • ყურადღებიანი დეტალების მიმართ
  • საბაზისო ინგლისური ენის ცოდნა
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

ჩვენ გთავაზობთ:
  • სამუშაო გრაფიკი 12 საათიანი, 1 დღე 1 ღამე (2 დღე დასვენება)
  • მეგობრულ და კომფორტულ სამუშაო გარემოს
  • კვებით უზრუნველყოფას
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • ანაზღაურება საათობრივი თვეში საშუალოდ 1000 ლარიდან

სასტუმრო "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი" - ამიერკავკასიაში პირველი 5 ვარსკვლავიანი საერთაშორისო სასტუმრო, რომელიც ბაზარზე 1991 წლიდან ფუნქციონირებს, ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიის მარიოტ ინტერნეიშენალის წევრია.
მარიოტ ინტერნეშენალი, როგორც მსოფლიოს წამყვანი კომპანია სტუმარ-მასპინძლობის სფეროში, უნიკალურ შესაძლებლობებს სთავაზობს თანამშრომლებს და ხელს უწყობს მათ პროფესიულ ზრდასა და წარმატებულ კარიერას.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე:hr.tbilisi@sheraton.com
გთხოვთ წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითოთ სასურველი პოზიციის სახელწოდება
აპლიკაციები მიიღება 30 სექტემბრამდე
უშიშროება/დაცვა
დაცვა (ზოგადი)
ნახვები 76
უნიკალური ნახვები 74