09 სექ - 08 ოქტ
ოფის მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
პალიტრა ჰოლდინგი“ აცხადებს ვაკანსიას ოფის მენეჯერის პოზიციაზე IT დეპარტამენტში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • IT მხარდაჭერის ჯგუფის დავალებების აღრიცხვა;
  • IT მომსახურების დამკვეთთან კომუნიკაცია;
  • IT მომსახურების დოკუმენტაციის/ხელშეკრულებების წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • მნიშვნელოვანია საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:
  • ორგანიზებულობა
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • პასუხისმგებლობის გრძნობა

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:30 – 18:00 სთ.
ადგილმდებარეობა: თ. იოსებიძის ქუჩა #49;
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 9 ოქტომბერი

გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ.მისამართზე: vacancy@palitra.ge. Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშავოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშავოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: vacancy@palitra.ge
გისურვებთ წარმატებას!

ადმინისტრაცია
ოფისის მენეჯმენტი
ნახვები 99
უნიკალური ნახვები 90