10 სექ - 09 ოქტ
საწყობის სპეციალისტი
ბათუმი
  • სრული განაკვეთი
  • 1100
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 577242474
სუპერმარკეტების ქსელი "ნაზილბე" აცხადებს ვაკანსიას საწყობის სპეციალისტის პოზიციაზე ბათუმში.

"ნაზილბე" ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად ზრდადი ქართული ბრენდია, რომელიც ბაზარზე 12 წელია ოპერირებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
"ნაზილბე" აჭარის რეგიონში ყველაზე მსხვილი სავაჭრო ქსელია. კომპანიის წარმატებას და 12 წლიან ისტორიას აძლიერებს:სტაბილურობა, ჯანსაღი კონკურენცია, მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომობა, მომხმარებლის კმაყოფილება, კომპანიის გუნდზე ზრუნვა და გუნდის განვითარება.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • საწყობის წესრიგისა და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
  • მიღებული პროდუქციის დროული და სწორი დასაწყობება;
  • დარბაზისთვის საჭირო პროდუქციის შეგროვება და მიწოდების უზრუნველყოფა.
  • საწყობში არსებული პროდუქციის ვადების კონტროლი;
  • საჭირო დოკუმენტაციის და ნაშთების კონტროლი;
  • გეგმურ აღწერებში მონაწილეობა;
  • შიდა რეგულაციების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მომსახურების სტანდარტის ცოდნა;
  • შრომის უსაფრთხოების სტანდარტების ცოდნა;

სამუშაო გრაფიკი: სამუშაო საათები: 40 საათი კვირაში
ანაზღაურება: 1100 ლარი

დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნეთ რეზიუმე მეილზე: hr@nazilbe.ge და გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება, ან დაგვიკავშირდით ნომ: +995 577242474.

მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

ნებისმიერი პერსონალური მონაცემები, რომელიც შპს "ნაზილბე ++"-ისთვის ს/ნ 445555943 (შემდგომში - "ნაზილბე ++") ხელმისაწვდომი გახდება თავად გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის განხილვისთვის შემოიფარგლება თქვენ მიერ გადმოგზავნილი CV-ითა და მასზე თანდართულ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში - კანდიდატის პერსონალური მონაცემები). თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდება და დამუშავდება კონკრეტულ ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის განხილვის მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება 12 (თორმეტი) თვის ვადით. ეს უკანასკნელი ემსახურება იმ ფაქტს, რომ თუ თქვენი განაცხადი არ იქნა განხილული იმ ვაკანსიაზე, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, "ნაზილბე++" შეეცდება თქვენი პერსონალური მონაცემები გამოიყენოს/დაამუშაოს სხვა აქტიურ/მიმდინარე ვაკანსიებზე "ნაზილბე++"-ში, რომელიც ხელს შეგიწყობთ კარიერული განვითარებასა და წინსვლაში. გაითვალისწინეთ, თქვენ მიერ თქვენივე პერსონალური მონაცემების "ნაზილბე++"-სთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ დეტალურად გაეცანით წინამდებარე შეტყობინების ტექსტის შინაარსს და თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოხსენებული ფორმით. ყოველივე ზემოხსენებულზე თანხმობა არის წინაპირობა თქვენი განაცხადის შესაბამის ვაკანტურ ადგილზე განსახილველად. შენიშვნა: ნებისმიერ დროს თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაცია, მოითხოვოთ მათი შესწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და განადგურება. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიმართოთ "ნაზილბე++-ს შემდეგ hr@nazilbe.ge საკონტაქტო მონაცემებზე: 577242474
გაყიდვები
მოლარე
ლოგისტიკა/ტრანსპორტი
საწყობი
ნახვები 56
უნიკალური ნახვები 56