10 სექ - 09 ოქტ
საწყობის სუპერვაიზერი
მარნეულის მუნიციპალიტეტი, მარნეული
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას საწყობის სუპერვაიზერის პოზიციაზე, მარნეულში.

კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან.
"გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს.
დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 2000-ზე მეტ თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია. კომპანიისთვის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით.

"გორგია" წარმოდგენილია 13 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • თანამშრომელთა სამუშაო განრიგის განსაზღვრა და შესრულების მონიტორინგი;
  • გეგმიური აღწერების ორგანიზება და მონაწილეობა სტანდარტით გათვალისწინებულ ვადებში;
  • პროდუქციის სახეობების მიხედვით დასაწყობების უზრუნველყოფა და მონიტორინგი;
  • პროდუქციის ნაშთების მართვის უზრუნველყოფა, მინიმალური ნაშთების ყოველდღიური ანალიზის მონიტორინგი;
  • საწყობში არსებული ტექნიკურ/პროგრამული/საკომუნიკაციო საშუალებების ფუნქციონირების კონტროლი.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავსი მიმართულებით;

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • ორგანიზებული;
  • პუნქტუალური;
  • შრომისმოყვარე

კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.

ბენეფიტები:
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • კვება;
  • თანამშრომლის ფასდაკლება;

დაინტერესების შემთხვევაში:
გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ CV აღნიშნულ მეილზე: recruit@gorgia.ge, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება;
ეწვიეთ ჩვენს დასაქმების ვებგვერდს: https://jobs.gorgia.ge/ ;
შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა: https://shorturl.at/fwgmK
მოგვწერეთ Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/GorgiaJobs/
შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა "გორგიას" ნებისმიერ ფილიალში.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ეთანხმებით, რომ სასურველი პოზიციის დასაკავებლად თქვენი განცხადების განხილვის ეტაპზე, კომპანია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის დაცვით დაამუშავებს წარდგენილ ინფორმაციას. აგრეთვე, გაქვთ უფლება მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება, გაქვთ გაცნობისა და ასლის მიღების უფლება, თანხმობის გამოხმობის უფლება- (თანხმობის გამოთხოვის უფლება შეზღუდულია იმ შემთხვევაში, თუ პირი დაინიშნება ვაკანტურ პოზიციაზე), გასაჩივრების უფლება (შეგიძლიათ მოგვმართოთ: info@gorgia.ge).

პირის ვაკანტურ პოზიციაზე შეუსაბამობის შემთხვევაში, მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია განადგურებულ იქნება უარყოფითი პასუხის მიღებიდან 3 (სამი) თვის ვადაში.

გაყიდვები
სუპერვაიზერი
ნახვები 53
უნიკალური ნახვები 53