10 სექ - 09 ოქტ
სტარტი
უმცროსი ექიმი - ბრიგადის ექთანი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სასწრაფო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრი სს ,,ემერჯენსი სერვისი“ აცხადებს შესარჩევ კონკურსს - უმცროსი ექიმის და ბრიგადის ექთნის ვაკანტურ პოზიციებზე ქალაქი თბილისი;
შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს პირს, რომელიც აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად წაყენებულ მოთხოვნებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ან ცნობა სასწავლებლიდან;
  • მინიმუმ 1 წლის პროფესიული კლინიკური გამოცდილება შესაბამის სფეროში; (სასწრაფო დახმარების ბრიგადაზე მუშაობის)
  • კლინიკური უნარ-ჩვევების და პროფესიული ცოდნის მაღალი დონე, მაღალი ხარისხის სირთულის სამედიცინო შემთხვევების დამოუკიდებლად მართვის უნარი;
  • სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ნორმების ცოდნა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის და დაძაბულ სამუშაო რეჟიმში მუშაობის უნარი.

სამუშაო განაკვეთი 1 მორიგეობა 24 სთ. (4დღეში ერთხელ)

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ელექტრონულ მისამართზე - info@ers.ge უნდა გამოგზავნონ CV . დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრების ჩასატარებლად კანდიდატთა მხოლოდ საბოლოო შეზღუდულ რაოდენობას დაუკავშირდებიან.
სამედიცინო
მედდა
ნახვები 147
უნიკალური ნახვები 139