10 სექ - 24 სექ
სტარტი
ინსტალატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 2000
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
DIGITAL TV აცხადებს ვაკანსიას ინსტალატორის პოზიციაზე თბილისში.
DIGITAL TV არის ციფრული მაუწყებლობის ოპერატორი, რომელიც რეიტინგულ სატელევიზიო არხებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, მაღალი ხარისხით ავრცელებს.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • კომპანიის მომხმარებლებისთვის და აბონენტებისთვის მიმღები მოწყობილობების მონტაჟი, დაზიანების აღმოფხვრა და დემონტაჟის განხორციელება
  • გაუქმებული აბონენტების მომსახურება და კონტროლი
  • მომხმარებლებთან შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • საკუთარი ავტომობილის ყოლა
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • სასურველია ტექნიკური განათლება სატელეკომუნიკაციო სფეროში

აუცილებელი უნარ-ჩვევები:
  • დაკვირვებულობა და ორგანიზებულობა
  • კომუნიკაბელურობა, მოლაპარაკებების წარმოების და ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • მაღალი პასუხისმგებლობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება

ბენეფიტები კომპანიისგან:
  • ავტომობილის დაზღვევა
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • ულიმიტო სასაუბრო კორპორაციული ნომერი
  • საწვავით უზრუნველყოფა

სამუშაო განაკვეთი : 10:00-19:00 (ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით); შაბათი 10:00-15:00
ანაზღაურება: ფიქსირებულ ხელფასს + ბონუსი (ჯამში 2000 ლარიდან)

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, 2024 წლის 24 სექტემბრის ჩათვლით, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: hr@digitaltv.ge
დანიშნულების ველში აუცილებელია მითითებული იქნეს პოზიციის დასახელება:
„ინსტალატორი თბილისში“.
ინფორმაციული ტექნოლოგიები
ტელეკომუნიკაციების მართვა
ნახვები 115
უნიკალური ნახვები 107