17 სექ - 11 ოქტ
სტარტი
პროფესიული განათლების მასწავლებელი /პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა საექთნო საქმე
მარნეულის მუნიციპალიტეტი
  • სრული განაკვეთი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
შპს მარნეულის საზოგადოებრივი კოლეჯი აცხადებს პროფესიული განათლების მასწავლებლის ვაკანსიას!
გთხოვთ დეტალურად გაეცნოთ ქვემოთ მითითებულ განსახორციელებელ მოდულებს და CV - ის გამოგზავნისას ასევე მიუთითოთ რომელი პროგრამის, რომელი მოდულის ან/და მოდულების სწავლება შეგიძლიათ:
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა-საექთნო განათლება

მოდულები:
  • ჰისტოლოგია
  • ბიოქიმია
  • მიკრობიოლოგია
  • ანატომია-ფიზიოლოგია
  • პათოლოგია (პათანატომია-პათფიზიოლოგია)
  • დოზირების პრინციპები საექთნო საქმეში
  • ფარმაკოლოგია
  • ტერმინოლოგია და დოკუმენტაცია საექთნო საქმეში
  • ინფექციის კონტროლის საფუძვლები
  • გერონტოლოგია და გერიატრიის საფუძვლები
  • ქირურგიული პაციენტის საექთნო მართვის საფუძვლები
  • თერაპიული პაციენტის საექთნო მართვის საფუძვლები
  • გადაუდებელი პაციენტის საექთნო მართვის საფუძვლები
  • კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტის საექთნო მართვის საფუძვლები და ანესთეზია
  • სამეანო და გინეკოლოგიური პაციენტის საექთნო მართვის საფუძვლები
  • პედიატრია და მოზარდები
  • ფსიქიკური ჯანმრთელობა და ფსიქიატრია
  • საექთნო პრაქტიკის პრინციპები სხვადასხვა ტიპის სამედიცინო დაწესებულებებში
  • სამართლებრივი ასპექტები საექთნო საქმეში
  • საექთნო მენეჯმენტის საფუძვლები
  • ავადმყოფის მოვლა
  • შინმოვლა

ძირითადი მოვალეობები:
  • პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებასა და დანერგვაში მონაწილეობის მიღება;
  • სასწავლო პროცესის წარმართვა პროფესიული განათლების ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნა:
  • პროფესიული განათლების მასწავლებელი შეიძლება იყოს უმაღლესი განათლების ან პროფესიული განათლების V საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელი ან პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი პროფესიით მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება ან უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი, რომელიც ფლობს შესაბამის პროფესიასთან დაკავშირებულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს და შეუძლია დაეხმაროს სტუდენტებს პროფესიის დაუფლებაში. პროფესიული განათლების მასწავლებელს უნდა შეეძლოს სახელმწიფო ენაზე სასწავლო პროცესის წარმართვა და სასწავლო პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტებისა და ლიტერატურის გაგება.

დამატებითი უნარები:
  • ეფექტური ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
  • შემოქმედებითი აზროვნება, შედეგებზე ორიენტაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • აქტიურობა და შრომისმოყვარეობა;
  • დროის მართვის უნარი;
  • ორგანიზებულობა;

სამუშაო ადგილი: ქ. მარნეული, 26 მაისის ქ. N80
სამუშაო დატვირთვა-საათობრივი სასწავლო გეგმის შესაბამისად ანაზღაურება გამოცდილების მიხედვით.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: collejimsc@gmail.com საბუთების მიღების ბოლო ვადაა 30 ოქტომბერი. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან!

შპს მარნეულის საზოგადოებრივი კოლეჯი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები შპს მარნეულის საზოგადოებრივი კოლეჯის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები
განათლების სექტორი
ნახვები 158
უნიკალური ნახვები 148