10 სექ - 09 ოქტ
მაღაზიის დამხმარე
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 900
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
შპს „სამი ძმა“ 2010 წელს დაარსდა და დღემდე სადღესასწაულო აქსესუარების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორია საქართველოში. კომპანიის საქმიანობის სფერო აერთიანებს, სადღესასწაულო და საკონდიტრო აქსესუარებს-მასალებს, მომხმარებელს სთავაზობს საუკეთესო არჩევანს ყველაზე დაბალ ფასად. ამ ეტაპზე კომპანია თბილისის მასშტაბით 5 ფილიალით არის წარმოდგენილი, სტაბილურად მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ყოველწლიურად მზარდი დინამიკით გამოირჩევა.
ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ გუნდისთვის მეგობრული, სტაბილური, მამოტივირებელი სამუშაო გარემოს შექმნას.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს : https://samidzma.ge .
ვაცხადებთ ვაკანსიას მაღაზიის დამხმარეს პოზიციაზე.

რას გთავაზობთ?
ძირითადი პირობები:
  • სამუშაო ადგილი: ა.წერეთლის N 59, კედიას ქ.3;
  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, მუშაობის და დასვენების დღეები მოძრავი გრაფიკით;
  • ანაზღაურება : საწყის ეტაპზე 900 ლარი ფიქსირებული ხელზე ასაღები;
  • ანაზღაურებადი სტაჟირება;
  • მზარდი ანაზღაურება;
  • კომპანიის პროდუქციაზე შიდა ფასდაკლება;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა.

რა დაგევალებათ?

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • პროდუქციის მიღება მომწოდებლებისგან, ფილიალში შეტანა და დასაწყობება;
  • მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, პროდუქციის შერჩევაში დახმარება ;

რას ველით თქვენგან?

ძირითადი მოთხოვნები:
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება;
  • აუცილებელია 15-25 კგ-იანი პროდუქციის/ტომრის აწევის ფიზიკური უნარი;

როგორ მოხვდეთ ჩვენთან?

შერჩევის ვადა და ეტაპები:
  • გასაუბრებები ჩატარდება ეტაპობრივად, რეზიუმეების მიღების პარალელურად.
  • რეზიუმეების გადარჩევა;
  • გასაუბრება ოფისში;
  • ანაზღაურებადი სტაჟირება.

დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@samidzma.ge გთხოვთ, მეილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება:„მაღაზიის დამხმარე“.

ჩვენი გუნდი გისურვებთ წარმატებას!
გაყიდვები
გაყიდვები(ზოგადი)
ნახვები 35
უნიკალური ნახვები 35