10 სექ - 09 ოქტ
გარე გაყიდვების მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება

“გორგია”-ს პრემიუმ კლასის შოურუმი “ლუსონი” აცხადებს ვაკანსიას გარე გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, თბილისში.
,,ლუსონში’’ წარმოდგენილია აბაზანის ინტერიერისთვის საჭირო ინვენტარი, როგორც სასტუმროსთვის, ასევე, საცხოვრებელი სახლებისთვის: ესპანური და იტალიური კერამიკული ფილები, სანტექნიკა, აქსესუარები და ა.შ.

ჩვენ გთავაზობთ:

  • პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
  • სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
  • კვებას.

გარე გაყიდვების მენეჯერის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • მომხმარებლების საჭიროებების იდენტიფიცირება და შეთავაზების გაკეთება;
  • გაყიდვების პროცესის მაღალი დონის უზრუნველყოფა;
  • მომხმარებლისთვის პროდუქციის ჩაბარებამდე ყველა პროცესის მონიტორინგი;
  • შოურუმში მოსულ დიზაინერებთან და არქიტექტორებთან კომუნიკაცია, პირობების შეთავაზება და მათთან ხელშეკრულების გაფორმება;
  • დიზაინერთა ბაზის განვითარება;
  • ყოველკვირეული ანალიზი/რეპორტების მომზადება უშუალო ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე.

პიროვნული თვისებები:
  • პუნქტუალური;
  • კომუნიკაბელური;
  • დისციპლინირებული;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • გუნდურად მუშაობის უნარი.


ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV მეილზე: recruit@gorgia.ge (გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება).

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ეთანხმებით, რომ სასურველი პოზიციის დასაკავებლად თქვენი განცხადების განხილვის ეტაპზე, კომპანია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის დაცვით დაამუშავებს წარდგენილ ინფორმაციას. აგრეთვე, გაქვთ უფლება მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება, გაქვთ გაცნობისა და ასლის მიღების უფლება, თანხმობის გამოხმობის უფლება- (თანხმობის გამოთხოვის უფლება შეზღუდულია იმ შემთხვევაში, თუ პირი დაინიშნება ვაკანტურ პოზიციაზე), გასაჩივრების უფლება (შეგიძლიათ მოგვმართოთ: info@gorgia.ge).

პირის ვაკანტურ პოზიციაზე შეუსაბამობის შემთხვევაში, მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია განადგურებულ იქნება უარყოფითი პასუხის მიღებიდან 3 (სამი) თვის ვადაში.

გისურვებთ წარმატებებს!

გაყიდვები
გაყიდვების მენეჯერი
ნახვები 51
უნიკალური ნახვები 50