შემდეგი
11 სექ - 10 ოქტ
ვიპ
გაყიდვების მენეჯერი/ადგილობრივი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 3 წლიდან
- მართვის მოწმობაB
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: info@ruispiri.ge
ღვინის მწარმოებელი კომპანია - შპს „რუისპირის მამული“ - აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის (ადგილობრივი) თანამდებობაზე
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- „რუისპირის მამულის“ მიერ წარმოებული პროდუქციის (ღვინო და ალკოჰოლური სასმელი) გაყიდვების უზრუნველყოფა საქართველოს ბაზარზე;
- პროდუქციის გაყიდვის მიზნით სავაჭრო ობიექტებთან და სხვა დაწესებულებებთან (კონტრაგენტები) კომერციული კავშირების დამყარება და კეთილგანწყობილი ურთიერთობების შენარჩუნება;
- კონტრაგენტებთან პროდუქციის მიწოდებასთან და გაყიდვასთან დაკავშირებული ხელშეკრულებებისა და სხვა საჭირო დოკუმენტების შექმნა და გაფორმება;
- ღვინის ადგილობრივი ბაზრის მონიტორინგი, გაყიდვებისთვის საჭირო ინფორმაციის მოძიება და ანალიზი;
- პროდუქციის გაყიდვის ხელშემწყობი ღონისძიებების (პრომო აქციები და ა.შ.) დაგეგმვა და მართვა;
- სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის სათანადოდ წარმოჩენაზე ზრუნვა;
- კომპანიისა და მის მიერ წარმოებული პროდუქციის დადებითი იმიჯისა და მაღალი რეპუტაციის შექმნაზე ზრუნვა და მისი შენარჩუნება;
- პროდუქციის თვისებებისა და მახასიათებლების შესახებ საჭირო ინფორმაციის ფლობა და კონტრაგენტებისთვის გაცნობა;
- კომპანიის გაყიდვების გეგმის შემუშავება და დამტკიცებული გეგმების შესრულების უზრუნველყოფა;
- გაყიდვებთან დაკავშირებული ანგარიშების მომზადება და წარმოდგენა დადგენილი წესით;
- კონტრაგენტებისგან შეკვეთების მიღება და მათი დროული შესრულების უზრუნველყოფა;
- პროდუქციის დასაწყობებასთან და მიწოდებისთან დაკავშირებული პროცესების ზედამხედველობა და მართვა;
- საჭიროების შემთხვევაში პროდუქციის დასაწყობებისა და მიწოდების პროცესებში უშუალო მონაწილეობა;
- მძღოლი-ექსპედიტორის მიერ შესრულებული სამუშაოს ზედამხედველობა და კონროლი;
- სავაჭრო ობიექტებში სასაქონლო ნაშთების კონტროლის უზრუნველყოფა;
- გადატვირთული და მიწოდებული პროდუქციის დადგენილი წესით აღრიცხვის უზრუნველყოფა;
- სავაჭრო ობიექტების მხრიდან დროული ანგარიშსწორების კონტროლი და მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- სულ მცირე 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება სასმელებისა და კვების პროდუქტების გაყიდვების სფეროში, სასურველია ღვინის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- მოლაპარაკებების წარმოებისა და კომერციული ურთიერთობების წარმართვის გამოცდილება;
- კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა და სამუშაოდ გამოყენების გამოცდილება;
- მართვის „B“ კატეგორიის მოწმობის ფლობა;
- ავტომობილის მართვის გამოცდილება.
სხვა მოთხოვნები:
- ეფექტიანი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- დამოუკიდებლად მუშაობისა და ხელმძღვანელობის უნარი;
- დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
- დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- პრეზენტაციის უნარი;
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი; პერიოდული ვიზიტები თელავსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში;
- ავტომობილის საწვავით უზრუნველყოფა;
- ავტომობილისა და მძღოლის პასუხისმგებლობის დაზღვევა;
- მატერიალური პასუხისმგებლობა მინდობილ პროდუქციაზე;
- სრული სამუშაო განაკვეთი; 5 სამუშაო დღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, არანორმირებული დღიური სამუშაო გრაფიკი;
- კომბინირებული შრომის ანაზღაურება (კვალიფიკაციის შესაბამისად): ფიქსირებული ხელფასი და პროდუქციის გაყიდვის გეგმების შესრულების ხარისხზე დამოკიდებული პრემიალური დანამატი.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: info@ruispiri.ge არაუგვიანეს 2024 წლის 30 სექტემბრისა.
წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - „გაყიდვების მენეჯერი“.
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯერი
ნახვები 165
უნიკალური ნახვები 160