17 სექ - 10 ოქტ
სტარტი
ყავის აპარატების ტექნიკოსი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- 1400
+ ბონუსი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
- მართვის მოწმობაA,A1,B
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@coffeelab.ge
"Coffee LAB/ყავის ლაბორატორია" პირველი ქართული კომპანიაა საქართველოში, რომელმაც specialty ყავის წარმოება დაიწყო 2016 წლიდან. კომპანიაში დღეს დასაქმებულია 150-ზე მეტი თანამშრომელი. ბრენდი აერთიანებს საცალო მიმართულების 6 ფილიალს, აქვს ინდუსტრიული და მარტივი გამოყენების დანადგარების ფართომასშტაბიანი ხაზი, სარესტორნო მიმართულება, B2B მიმართულება 250 პარტნიორით და რაც მთავარია ყავის ადგილობრივი წარმოება.
კომპანია "Coffee LAB" ეძებს გუნდის ახალ წევრს შემდეგ პოზიციაზე: ყავის აპარატების ტექნიკოსი;
ძირითადი მოვალეობები:
- გეგმიური ვიზიტები არსებულ პარტნიორებთან;
- ყავის აპარატებისთვის სერვისების ჩატარება;
- ყავის აპარატების ტექნიკური უზრუნველყოფა და შეკეთება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მართვის მოწმობა (A ,A1 ან B კატეგორია);
- უპირატესობა მიენიჭება მსგავს სფეროში გამოცდილების მქონე კანდიდატს;
სამუშაო პირობები და ბენეფიტები:
- გრაფიკი- ორშაბათი-პარასკევი - 10:00 – 18:00;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- ანაზღაურება 1400 ლარი (NET) + ბონუსი;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hr@coffeelab.ge. ელ.წერილის სათაურში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.
გისურვებთ წარმატებას!
მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ შპს „ ყავის ლაბორატორია„ -სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი
მოწყობილობების მონტაჟი/მხარდაჭერა/შეკეთება
ნახვები 124
უნიკალური ნახვები 115