18 სექ - 12 ოქტ
სტანდარტი
სარეკლამო წარმოების უფროსი მენეჯერი
თბილისი, საბურთალო
  • სრული განაკვეთი
  • 2000 + ბონუსი
  • მივლინება
  • გამოცდილება აუცილებელია
  • მართვის მოწმობაB
  • ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ქედი სტუდიო დაარსდა 1992 წელს და ერთ-ერთი პირველი ქართული სარეკლამო კომპანიაა საქართველოში, რომელმაც სარეკლამო ბაზრის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.
საერთაშორისო სარეკლამო სააგენტო მომენტუმ 2008 წლიდან ოპერირებს საქართველოს სარეკლამო ბაზარზე და არის ექსპერტი არატრადიციულ სარეკლამო მიმართულებებში: ივენთ მარკეტინგი, სპონორობა, საკომუნიკაციო აქტივობებისა და ღონისძიებების მენეჯმენტი, შოპერ მარკეტინგი.
დღეს უკვე ორი ძლიერი კომპანია, ქედი/მომენტუმ ჯორჯიას სახელით, გაერთიანებული რესურსებითა და დიდი გამოცდილებით, ერთად განაგრძობს მოღვაწეობას და დამკვეთებს სთავაზობს ინტეგრირებულ საკომუნიკაციო გადაწყვეტილებებს, სარეკლამო წარმოების სრულ სპექტრსა და პროექტების ერთობლივ მენეჯმენტს.

ქედი/მომენტუმ ჯორჯია აცხადებს ვაკანსიას სარეკლამო წარმოების უფროსი მენეჯერის პოზიციაზე.

სტრუქტურული ერთეული:წარმოების განყოფილება
თანამდებობა:წარმოების უფროსი მენეჯერი
სამუშაო ადგილის მდებარეობა:თბილისი, სერგო ზაქარიაძის ქ. 3
სამუშაო განაკვეთი:სრული. ორშაბათი - პარასკევი, 10:00სთ. – 19:00სთ.
ანაზღაურება:გამოსაცდელ ეტაპზე 2000 ლარი.

ფუნქცია–მოვალეობები:
  • საწარმოო პროცესის დაგეგმვა, მისი დროული და ხარისხიანი შესრულების კონტროლი
  • ნაბეჭდი და წარმოებული პროდუქციის ხარისხის კონტროლი
  • სამონტაჟო სამუშაოების ზედამხედველობა/კონტროლი
  • მომწოდებლებთან კომუნიკაცია და საუკეთესო პირობების აღება
  • ტექნიკური ნახაზის/დიზაინის შემოწმება წარმოებაში ჩაშვებამდე
  • საჭიროების შემთხვევაში დამკვეთებთან კომუნიკაცია/კონსულტირება პროექტის მენეჯერთან ერთად
  • წარმოებისათვის საჭირო მასალების მარაგების კონტროლი და უზრუნველყოფა

ძირითადი მოთხოვნები:
  • სარეკლამო და საწარმო მასალების საფუძვლიანი ცოდნა
  • აუცილებელია სარეკლამო სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • ტექნიკური ნახაზების გადამოწმების მიზნით შესაბამისი კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
  • ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა
  • რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე ელ-ფოსტაზე: s.chikvaidze@kedimomentum.com.ge .
გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
მარკეტინგი, რეკლამა, PR
ბეჭდვა; მასალების დამზადება,
გარე რეკლამა
ნახვები 201
უნიკალური ნახვები 190