დღეს - 16 ოქტ
სტარტი
პირადი მძღოლი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
Castor and Pollux Hotel აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: პირადი მძღოლი

სამუშაოს აღწერა
მძღოლის მოვალეობა წარმოადგენს დამსაქმებელის სატრანსპორტო საშუალებით უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა.
საჭიროების შემთხვევაში მოემსახუროს არა მხოლოდ დამსაქმებელს, არამედ მის ოჯახის წევრებსაც.

მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
  • დროულად გამოცხადდეს სამსახურში, იყოს მოწესრიგებული და სუფთად ჩაცმული;
  • მუდმივი კომუნიკაცია იქონიოს დამსაქმებელთან, რათა მიიღოს და შეასრულოს დავალებები;
  • სატრანსპორტო საშუალება ყოველთვის იქონიოს მოწესრიგებულ და ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში;
  • იმ შემთხვევაში თუ სატრანსპორტო შაშუალება მოითხოვს შეკეთებას, აცნობოს დამსაქმებელს და უზრუნველყოს სარემონტო სამუშაოს ხარისხიანად და დროულად ჩატარებას;
  • უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური დათვალიერებისათვის მომზადებას და დაწესებულ ვადებში ჩატარებას;
  • დაიცვას შრომის უსაფრთხოების ნორმები და სხვა დაწესებული რეგულაციები;
  • შეასრულოს მისი უშუალო ხელმძღვანელის ან/და დამსაქმებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის (მათ შორის ერთმნიშვნელოვნად, დირექტორის) მითითებები და ყოველი ფინანსური გადაწყვეტილების მისაღებად მიმართოს დამსაქმებელს შესათანხმებლად;
  • მკაცრად დაიცვას მოძრაობის წესები რათა უზრუნველყოს დამსაქმებლის უსაფრთო მომსახურება.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტის მეშვეობით: info@castorpollux.ge
ადმინისტრაცია
პირადი მძღოლი
ნახვები 200
უნიკალური ნახვები 177
მსგავსი განცხადებები
თბილისი
ოჯახი