12 სექ - 12 ოქტ
მიმტანი
ბათუმი, სხვა
  • სრული განაკვეთი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • ინგლისური,თურქული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
მისამართი:

სამორინე ოტიუმი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მიმტანი


სამორინეს მიმტანი პასუხისმგებელია მომხარებლებისათვის განსაკუთრებული მომსახურების გაწევაზე. რაც მოიცავს შეკვეთების ღებას, საკვებისა და სასმელების მიწოდებას, სტუმრების კმაყოფილების უზრუნველყოფას და სუფთა და სასიამოვნო სასადილო გარემოს შენარჩუნებას.


ძირითადი მოვალეობები:

  • სამორინეს მომხმარებლების მეგობრულად და პროფესიონალურად მისალმება;
  • მენიუს შერჩევაში დახმარება, ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა და საჭიროების შემთხვევაში რეკომენდაციის მიცემა;
  • საკვებისა და სასმელის შეკვეთების ზუსტად და ეფექტურად აღება;
  • შეკვეთის დროულად მიწოდება, მომსახურების დადგენილი სტანდარტების დაცვით;
  • მენიუს ზედმიწევნით ცოდნა;
  • ყველა ჩეკის რეგისტრაცია POS-ში;
  • სამზარეულოს, ბარისა და რესტორნის სხვა პერსონალთან მჭირდო კომუნიკაცია სწრაფი და ეფექტური მომსახურების უზრუნველსაყოფად;
  • ალკოჰოლის მომსახურების წესებისა და პოლიტიკის დაცვა;
  • მომხმარებელთა ნებისმიერი ინციდენტის შესახებ შესაბამის ხელმძღვანელზე შეტყობინება;

კვალიფიკაცია:

  • საშუალო სკოლის დიპლომი ან მისი ექვივალენტი;
  • რესტორანში მიმტანად მუშაობის გამოცდილება, სასურველია სამორინეში ან სტუმართმოყვარეობის სფეროში;
  • მომხმარებელთა მომსახურების და კომუნიკაციის განსაკუთრებული უნარები;
  • სწრაფ და დიდი მოცულობის გარემოში მუშაობის უნარი;
  • მენიუს შემადგენელი ინგრედიენტების ცოდნა;
  • ძლიერი ორგანიზაციული და მრავალფუნქციური შესაძლებლობები;
  • სამუშაო გრაფიკზე მორგება, საღამოს, შაბათ-კვირის და დღესასწაულების ჩათვლით;

ენები:
  • ინგლისური
  • თურქული

დამატებითი სარგებელი:
  • კვება
  • დაზღვევა

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: shrmgr@otiumcasino.com და სათაურის ველში მიუთითოთ "მიმტანი"; ან მობრძანდეთ ბათუმში, გორგილაძის #118-ში მდებარე სამორინე "ოტიუმის" ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ოფისში და შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა ადგილზე.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!

სასტუმრო/რესტორანი/კვება
მიმტანი
ნახვები 39
უნიკალური ნახვები 38