13 სექ - 12 ოქტ
საწყობის მენეჯერი
თელავის მუნიციპალიტეტი
  • სრული განაკვეთი
  • 1400 - 1800 + ბონუსი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
კომპანია ჯიბე Cash & Carry-ს თელავის ფილიალი აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.

ჯიბე Cash & Carry არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს და საცალო მომხმარებლებს

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე, 09:00-17:00
საწყისი ანაზღაურება: 1400-1800 ლარი + კვარტალური ბონუსი

ფუნქცია-მოვალეობები:
  • მაღაზიაში პროდუქციის მიღების პროცესის სრული კონტროლი: პროდუქციის მითვლა, ზედნადების შედარება, ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება.
  • მიღებული პროდუქციის დახარისხებისა და განთავსების მონიტორინგი;
  • სავაჭრო დარბაზისთვის პროდუქციის დროულად მიწოდების მონიტორინგი;
  • პროდუქციის შენახვისათვის საჭირო სანიტარული-ჰიგიენური ნორმებისა და ტემპერატურული რეჟიმების მონიტორინგი საწყობისა და კონტეინერ-მაცივრის ტერიტორიაზე;
  • პროდუქციის ვადების კონტროლი, შესაბამისი მომწოდებლებისა და კატეგორიის მენეჯერის დროული ინფორმირება;
  • მაღაზიის სასაქონლო მარაგების აღწერის პროცესში მონაწილეობის მიღება;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს მუდმივი მონიტორინგი, მაკორექტირებელი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია საწყობის მმართველ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • აუცილებელია პირველადი მოხმარების პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა
  • საწყობის მართვის პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად (აპექსი ან მსგავსი)

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@jibe.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
ლოგისტიკა/ტრანსპორტი
საწყობი
ნახვები 59
უნიკალური ნახვები 58