13 სექ - 12 ოქტ
მაღაზიის მენეჯერი
თბილისი, თემქა
  • სრული განაკვეთი
  • 1800 - 2400
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 591 27 30 45
კომპანია "ჯიბე Cash & Carry", თბილისში, თემქის ფილიალში აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე.
ჯიბე Cash & Carry არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს და საცალო მომხმარებლებს.
სამუშაო ადგილი: თემქა, ზღვის უბანი, ისაკიანის #1
სამუშაო გრაფიკი: 08:00-16:00, კვირაში 6 დღე
ანაზღაურება - 1800-2400 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:
  • სავაჭრო დარბაზში არსებულ თაროებზე, პროდუქციის განთავსების უზრუნველყოფა, კომპანიის მიერ შემუშავებული სტანდარტებით;
  • პროდუქციის შენახვისა და მოვლის პირობების უზრუნველყოფა;
  • პროდუქციის ვადიანობისა და გარეგნული იერსახის დაცვის კონტროლი;
  • სარეალიზაციო პროდუქციაზე ფასდებულის განლაგების უზრუნველყოფა;
  • სავაჭრო დარბაზის, თაროების, პროდუქციის, სამუშაო ინვენტარის სისუფთავის მუდმივი კონტროლი;
  • დაქვემდებარებულ პერსონალზე შესასრულებელი სამუშაოს თანაბარი და სამართლიანი გადანაწილება;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს მუდმივი მონიტორინგი, მაკორექტირებელი ღონისძიებების განხორციელება;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლებისათვის მათი თანამდებობრივი ინსტრუქციის, სამუშაო პროცედურების, მომსახურების სტანდარტებისა და შინაგანაწესის გაცნობა;
  • მომხმარებელთათვის ფასდაკლებებისა და აქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა;
  • მაღაზიის კვარტალური გეგმის შესრულების ღონისძიებების დაგეგმვა, მონიტორინგი;
  • პროდუქციის შეკვეთა - საჭიროების შემთხვევაში;
  • შესყიდვებისა და გაყიდვების სამსახურის, ფინანსური განყოფილების და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მიწოდების ორგანიზება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • აუცილებელია გუნდის მართვის გამოცდილება;
  • პირველადი მოხმარების პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • მაღაზიის მართვის პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად (აპექსი, ან მსგავსი).

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@jibe.ge სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
ტელ: +995 591 27 30 45
გაყიდვები
ფილიალების ქსელი
ნახვები 74
უნიკალური ნახვები 69