13 სექ - 12 ოქტ
მორიგე ექთანი ფსიქიატრიაში
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 599896532
ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი აცხადებს ვაკანსიას მორიგე ექთნის პოზიციაზე ფსიქიატრიაში

შესასრულებელი სამუშაოები:
  • საექთნო მომსახურება, მოვლა და მეთვალყურეობა განყოფილებაში მოთავსებული ავადმყოფების;
  • ექიმის დანიშნულების სათანადოდ შესრულება; დანიშნულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მიზეზის მიუხედავად, დაუყონებლივ აცნობოს მორიგე ექიმს, მკურნალ ექიმს; სიმპტომური საჭიროების შემთხვევაში მხოლოდ ექიმის მითითებით ახდენს პაციენტისთვის მედიკამენტის მიწოდებას.
  • საჭიროების შემთხვევაში, ექიმის მითითებით კოორდინაციას უწევს სხვა ექიმი- სპეცილისტების კონსულტაციას და ლაბორატორიულ გამოკვლევებს;
  • თვალყური ადევნოს ავადმყოფების ფიზიოლოგიურ მდგომარეობას, ძილს, ცვლილების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს მკურნალ ექიმს ან მორიგე ექიმს;
  • პაციენტის მდგომარეობის გაურესების შემთხვევაში დაუყონებლივ აცნობოს მკურნალ ექიმს, მისი არყოფნის შემთხვევაში კი მორიგე ექიმს;
  • მონაწილება მიიღოს განყოფილების უფროსის და ექიმის შემოვლაში. მოახსენოს ექიმს პაციენტის მდგომარეობის შესახებ კომპეტენციის ფარგლებში. გააკეთოს ჩანაწერი დანიშნულ მკურნალობაზე;
  • განახორციელოს ყველა პაციენტზე სხეულის ტემპერატურის, არტერიული წნევის, პულსის, სუნთქვის სიხშირის გაზომვა ყოველღიურად არანაკლებ დღეში 1-ჯერ და საჭიროებისამებრ. მონაცემები შეიტანოს ფიზიკალური მონაცემების რეგისტრაციის ფურცელში; სომატური დაავადებების და/ან სიმპტომების, ჩივილების, პაციენტის ფიზიკური შეზღუდვის შემთხვევაში განახორციელოს ზემოაღნიშნული ფიზიკალური მონაცემების მონიტორინგი ექიმის მითითებით და/ან საჭიროებიდან გამომდინარე დადგენილი წესის მიხედვით;
  • ინფექციური დაავადების აღმოჩენის ან ეჭვის გაჩენის შემთხვევაში დაუყონებლივ აცნობოს
  • მკურნალ ექიმსა და ეპიდემიოლოგს. მისივე მითითებით მოახდინოს ავადმყოფის იზოლირება;
  • უზრუნველყოს საჭიროების შემთხვევაში პაციენტების სანიტარულ-ჰიგიენური მომსახურება (დაბანა, კვება, სითხის მიღებაში დახმარება და ა.შ);
  • მიიღოს და განათავსოს პაციენტები პალატაში, შეამოწმოს მიღებული პაციენტის სანიტარული დამუშავების ხარისხი;
  • მონაწილეობა მიიღოს პაციენტებისათვის გადაცემული ამანათის შემოწმებაში აკრძალული საგნების, მედიკამენტების, საკვებისა და ალკოჰოლური სითხის არ დაშვების მიზნით;
  • თვალყური ადევნოს პალატების სანიტარულ მდგომარეობას, აგრეთვე პაციენტების პირად ჰიგიენას (კანის, თმის და ფრჩხილების მოვლა), ჰიგიენური აბაზანის დროულ მიღებას, თეთრეულის შეცვლას;
  • იზრუნოს პაციენტების მოვლისა და მკურნალობის აუცილებელი პირობების უზრუნველსაყოფად;
  • ავადმყოფის მდგომარეობის შეცვლის, სასწრაფო ჩარევის საჭიროების შემთხვევაში აცნობოს მკურნალ ექიმს, მისი არ ყოფნის შემთხვევაში მორიგე ექიმს, აღმოუჩინოს სასწრაფო ექიმამდელი გადაუდებელი დახმარება;
  • თვალყური ადევნოს პაციენტების კვებას, პაციენტის მხრიდან კვებაზე უარის თქმის შემთხვევაში აცნობოს მკურნალ ექიმს ან მორიგე ექიმს;
  • უზრუნველყოს ავადმყოფებისათვის მიცემული წამლების მისი თანდასწრებით მიღება;
  • შეასრულოს მკურნალი ექიმისა და მორიგე ექიმის მითითებები;
  • მონაწილეობა მიიღოს ავადმყოფის შეზღუდვაში ექიმის მეთვალყურეობით.
  • ითანამშრომლოს კლინიკის სოციალურ მუშაკთან პაციენტის ინტერესებიდან გამომდინარე;
  • უზრუნველყოს ინფექციური კონტროლის ღონისძიებების გატარება, უფროსი ექთნისა და ეპიდემიოლოგის მითითებების შესრულება, მანიპულაციის ჩატარების დროს გამოიყენოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, მოახდინოს ნარჩენების შეგროვება და სეპარაცია დადგენილი წესით.
  • განყოფილებაში ინფრასტრუქტურის დაზიანების, ტექნიკური გაუმართაობის (სანტექნიკა, ელ-გაყვანილობა, ინვენტარი) შესახებ ინფორმაციის დროული მიწოდება უფროსი ექთნისათვის, მორიგე ექიმისთვის, განყოფილების უფროსისთვის.
  • აწარმოოს საქმიანობიდან გამომდინარე საჭირო დოკუმენტაცია, სააღრიცხვო დოკუმენტაცია კომპეტენციის ფარგლებში;
  • შეასრულოს განყოფილების უფროსის, ექიმი ფსიქიატრის, მორიგე ექიმი ფსიქიატრის, უფროსი ექთნის მითითებები.
  • მონაწილეობს კონფერენციებში, ტრენინგებში, სწავლებებში, სამუშაოს გაუმჯობესებისთვის, სიახლეების დანერგვისთვის საჭირო აქტივობებში.

პასუხისმგებლობა:
  • პასუხისმგებლობა ეკისრება წინამდებარე სამუშაო აღწერილობის მუხლი 5-ში მითითებული სამუშაოების შესრულებაზე.
  • საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ საქმიანობაზე.
  • ცენტრის გენერალური დირექტორის ორგანიზაციული ბრძანებით გათვალისწინებულ დავალებებზე და წესების შესრულებაზე.
  • ანგარიშვალდებულია ცენტრის გენერალური დირექტორის წინაშე.

კვალიფიკაცია, ცოდნა, უნარები, შესაძლებლობები:
  • პროფესიული განათლება, პრაქტიკოსი ექთანი, საექთნო საქმე ან უმაღლესი სამედიცინო განათლება.
  • სასურველია ექთნად მუშაობის გამოცდილება.

სამუშაოს დაწყების დროა 10.00 .
მორიგეობა 24 საათიანია ყოველ მეოთხე დღეს.
ანაზღაურება განისაზღვრება ცენტრში მოქმედი ტარიფით
მორიგეობის ერთი საათი დარიცხული 5(ხუთი) ლარი და 50 თეთრი;

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე:Xatunababunashvili7@gmail.com
ან დაგვიკავშირდით ნომერზე:+995 599896532
სამედიცინო
მედდა
ნახვები 43
უნიკალური ნახვები 43