13 სექ - 13 ოქტ
სტარტი
ავტომომსახურების ასისტენტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • რუსული,ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
კომპანია ვუვლი აცხადებს ვაკანსიას ავტომომსახურების ასისტენტის პოზიციაზე.

კომპანია „ვუვლი“ მომხმარებლებს ავტომობილის მოვლა-შენახვასთან დაკავშირებული ნებისმიერი სერვისის ორგანიზებას სთავაზობს. კომპანია სრულიად განსხვავებულ, თანამედროვე და ნდობაზე დაფუძნებულ სტანდარტებს ქმნის ავტო მომსახურების სფეროში. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით და გთავაზობთ გარემოს, რომელიც ორიენტირებულია თქვენს კარიერულ ზრდასა და განვითარებაზე.

კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციისა და სიახლეების სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://www.linkedin.com/company/voovlyge/.

პასუხისმგებლობები:
  • კომპანიის მომხმარებელთან შეხვედრა და მათი მოთხოვნების მოსმენა/გაანალიზება;
  • სავარაუდო ანგარიშგების მომზადება და მომხარებლებთან შეთანხმება;
  • მომხმარებელთან კომუნიკაცია და საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
  • ავტომობილის გადაყვანა სერვის ცენტრში საჭირო ღონისძიებების განსახორციელებლად;
  • შესაბამის შიდა პროგრამაში ინფორმაციის ასახვა;
  • სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

მოთხოვნები:
  • მართვის მოწმობა (მექანიკური და ავტომატური გადაცემათა კოლოფი);
  • ავტომობილთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხების მინიმალურ დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური ან რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • მომსახურების სფეროში მიღებული გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@gag.ge გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას „Subject line”-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ავტომომსახურების ასისტენტი) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დაზღვევა
ავტოდაზღვევა,
დაზღვევა (ზოგადი)
ნახვები 68
უნიკალური ნახვები 68