16 სექ - 12 ოქტ
სტანდარტი
დიასახლისი-დამლაგებელი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
„მედიქალ ვორლდი“ 2003 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და მას შემდეგ, აქტიურად ახორციელეს სამედიცინო აღჭურვილობის იმპორტს, სრულიად საქართველოს მასშტაბით. კომპანია „მედიქალ ვორლდი“ ფლობს ასევე საქართველოში ერთერთ უმსხვილეს ლაბორატორიათა ქსელს რომელიც „მედიქალ ვორლდის ლაბორატორიის“სახელითაა ცნობილი.
“Medical World Spa&Wellnes”კი წარმოადგენს კომპანიის კიდევ ერთ მიმართულებას, რომელიც ორიენტირებულია, მაღალი ხარისხის სპა და ველნეს აღჭურვილობის იმპორტზე. მიმდინარე წლის ივლისიდან „მედიქალ ვორლდის“ ჰოლდინგს შემოუერთდა სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარების ცენტრი მედ 11, რომელიც წარმოადგენს გერმანული გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფილიალს საქართველოში.
„მედიქალ ვორლდის“ გუნდი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მუდმივ პროფესიულ განვითარებასა და მდგრადი სამუშაო გარემოს შენარჩუნებას.
“მედიქალ ვორლდის ლაბორატორია” აცხადებს ვაკანსიას დიასახლისი-დამლაგებელის პოზიციაზე.
მდებარეობა: ქ. თბილისი, გივი ჟვანიას ქ #15 (ყოფილი ლუბლიანას 33);
სამუშაო განაკვეთი: სრული (15:00 სთ-21:00სთ);
ანაზღაურება : შეთანხმებით;

სამუშაოს აღწერა:
  • ლაბორატორიაში სანიტარულ ჰიგიენიური უმაღლესი სტანდარტის უზრუნველყოფა;
  • სამედიცინო და არასამედიცინო მოხმარების ავეჯისა და ინვენტარის ზედაპირების, იატაკის, კედლების, ჭერის სველი წერტილების, ტექნიკური და დამხმარე ფართების დასუფთავება/დამუშავება დეზინფექტანტით განსაზღვრული პერიოდულობით და საჭიროების მიხედვით.

მოთხოვნები:
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

პიროვნული მახასიათებლები
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა

ჩვენთან დაგხვდებათ:
  • სასიამოვნო სამუშაო გარემო და მეგობრული გუნდი;
  • ეფექტურ სადაზღვევო პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა (თანადაფინანსება);
  • FitPass-ის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა;
  • ბენეფიტები: ფასდაკლება ანალიზებზე (ფასდაკლება ეხება ოჯახის წევრებსაც)

კანდიდატები, გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:
  • რეზიუმეების მიღება/გადარჩევა;
  • ინდივიდუალური გასაუბრება;


ჩვენი ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ–გვერდზე: mworld.ge
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გადმოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე, ფოტოსურათით, ელ.ფოსტაზე hr.mwlab@gmail.com . გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
დასუფთავება
დამლაგებელი
ნახვები 51
უნიკალური ნახვები 46