დღეს - 01 ოქტ
სტანდარტი
გაყიდვების კონსულტანტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი:

კომპანია „22 გრადუსი“ 2017 წლიდან დღემდე წარმატებით ოპერირებს ბაზარზე, როგორც გათბობა-წყალგაყვანილობის პროდუქციის რეალიზატორი და მოკლე პერიოდში შეძლო ბაზარზე დაემკვიდრებინა თავი, როგორც მაღალხარისხიანი, ენერგოეფექტური პროდუქციის რეალიზატორმა. კომპანიის პარტნიორები არიან დიდი და ავტორიტეტული ბრენდები: Vaillant Group International GmbH, Kermi GmbH, George Fischer Hakan Plastic, I.V.A.R. S.p.A. და ..

ამჟამად კომპანიაში 22 გრადუსი გვაქვს გაყიდვების კონსულტანტის ვაკანსია.

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებლებისთვის კვალიფიციური მომსახურების გაწევა, პროდუქციის რეალიზაცია;
  • მომხმარებლების ინფორმირება მიმდინარე აქციების შესახებ;
  • მაღაზიაში არსებული პროდუქციის პერიოდული ინვენტარიზაცია;
  • საქონლის მიღებაში მონაწილეობა - პროდუქციის გახსნა, აწყობა, დაკომპლექტება, მახასიათებლების შემოწმება;
  • დახლებზე და თაროებზე პროდუქციის განაწილება და მოწესრიგება;
  • დარბაზში საქონლის აღწერა, ნაშთების რაოდენობის კონტროლი, პროდუქციის შევსება, პროდუქციის შეკვეთის საჭიროების შესახებ ხელმძღვანელის ინფორმირება.


მოთხოვნები

  • კანდიდატს უნდა ჰქონდეს გაყიდვების კონსულტანტად მუშაობის გამოცდილება. უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატს, ვისაც აქვს გათბობა-წყალგაყვანილობის სისტემების გაყიდვის გამოცდილება.
  • სასურველია უცხო ენის ცოდნა.


პირობები

  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
  • გრაფიკი: 6 დღიანი სამუშაო კვირა (8 საათიანი სამუშაო დღე)
  • ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი


შერჩევის ეტაპები

  • რეზიუმეების გადარჩევა
  • გასაუბრება


თუ ფიქრობთ, რომ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის ნაწილი, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ.მისამართზე: salome.mikaberidze@22.ge არაუგვიანეს 2024 წლის 30 სექტემბრისა.

გთხოვთ, წერილის სათაურში (Subject) მიუთითოთ „გაყიდვების კონსულტანტი“.

გაყიდვები
გაყიდვების კონსულტანტი
ნახვები 23
უნიკალური ნახვები 23