16 სექ - 26 სექ
დამლაგებელი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 600
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 551 279 579
სსიპ "მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი" აცხადებს ვაკანსიებს დამლაგებლის პოზიციაზე.

დამლაგებლის ფუნქციას წარმოადგენს თეატრში არსებული შემდეგი სივრცეების დალაგება/დასუფთავება:
  • თეატრის მთავარი და მცირე სცენა;
  • თეატრის შემოსასვლელი სივრცეები (ფოიე);
  • თეატრის შიდა დერეფნები და სხვა სავალი სივრცეები;
  • ადმინისტრაციული და ტექნიკური თანამშრომლების ოთახები;
  • დეკორაციისა და რეკვიზიტის შესანახი სივრცეები;
  • თეატრის შიდა და გარე ფანჯრები;
  • სველი წერტილები;
  • თეატრის ცენტრალური და დამატებითი შემოსასვლელების მიმდებარე ტერიტორია;
  • და სხვა, კონკრეტული საჭიროებიდან გამომდინარე სამუშაოების შესრულება.
  • თეატრის სივრცეების დალაგება/დასუფთავების სამუშაოები გადანაწილებული იქნება 4 დამლაგებელზე ისე, რომ 4 დღეში ერთხელ, თითოეულ მათგანს მოუწევს დღის განმავლობაში თეატრში სრულად ყოფნა (მორიგეობა)

უნარები:
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • პუნქტუალობა;
  • ფიზიკური მდგრადობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • კეთილგანწყობა

ანაზღაურება: 600 ლარი (კანონით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით)
სამუშაო გრაფიკი: არასტანდარტული, საჭიროების შესაბამისად

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, 2024 წლის 26 სექტემბრამდე გამოაგზავნოთ თქვენს შესახებ ინფორმაცია ელ. ფოსტაზე: info@tumanishvilitheatre.ge ან მოიტანეთ თეატრის შენობაში მისამართზე: თბილისი, დ. აღმაშენებელის გამზირი 164.
შეკითხვების შემთხვევაში ან ვაკანსიის თაობაზე ინტერესის ტელეფონის მეშვეობით დასაფიქსირებლად, გთხოვთ დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომრებზე: +995 551 279 579 ან +995 599 899 913 .
ადმინისტრაცია
დიასახლისი
ნახვები 17
უნიკალური ნახვები 15