შემდეგი
16 სექ - 15 ოქტ
დამხმარე ბუღალტერი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- 1400 - 1600
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1-დან 2 წლამდე
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: infoltdsxivi@gmail.com
კომპანია "სხივი+" აცხადებს ვაკანსიას დამხმარე ბუღალტერის პოზიციაზე.
"სხივი+" წარმოადგენს ავეჯის აქსესუარების,საშხაპე კაბინების და ალუმინის აქსესუარების იმპორტიორ კომპანიას.
მოვალეობები:
- პირველადი დოკუმენტაციის კონტროლი,( რეალიზაციის, ხარჯების, სალაროს, ბანკის და სხვა შესაბამისი ოპერაციები).
- დებიტორ-კრედიტორული ნაშთების კონტროლი, შედარების აქტების გაფორმება მოთხოვნა მოვალეობებზე;
- ყოველდღიური გაყიდვების და გადახდების შემოწმება (სალარო, ტერმინალი)
- გაცემული ზედნადებების ანალიზი,გაცემულ ზედნადებში მყიდველი/გამყიდველის ხარჯის სისწორის კონტროლი და ხარვეზის გამოსწორება.
- ანგარიშ ფაქტურების გაგზავნა,კორექტირება.
- ბანკის ამონაწერის გატარება.
- ინვენტარიზაციის შედეგების შედარება სააღრიცხვო მონაცემებთან და ასახვა პროგრამაში.
- ექსელში სასაქონლო მატერიალურ მარაგებთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის რეპორტების მომზადება.
- პროგრამაში ხარჯის საბუთების შექმნა.
- მთავარი ბუღალტრის და დირექტორის მიერ მიცემული სხვა ბუღალტრული დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება;
- სასურველია უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
- საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel სავალდებულოა);
- საბუღალტრო პროგრამა ბალანსში ან 1C-ში მუშაობის გამოცდილება აუცილებელია
- ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების საბაზისო დონეზე ცოდნა;
- სასურველია საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის საბაზისო დონეზე ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- სწრაფად ათვისების უნარი.
ანაზღაურება: NET 1400-1600 ლარი კვალიფიკაციის შესაბამისად.ხელფასის ზრდის პერსპექტივით.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე; 09:00-დან 18:00 საათამდე.
გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება-„დამხმარე ბუღალტერი“
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე(CV) ფოტოსურათით 3X4 შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: infoltdsxivi@gmail.com
შენიშვნა: ფოტოსურათის გარეშე რეზიუმე არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
ბუღალტერია/ფინანსები
ბუღალტერი (ზოგადი)
ნახვები 88
უნიკალური ნახვები 82