17 სექ - 01 ოქტ
HR მენეჯერი
თბილისი, ვაჟა ფშაველას კვარტლები, სხვა
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია
  • ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: 0322042020
მისამართი: დავით თავხელიძის 1ა

DL ჰოლდინგი სამშენებლო/სარემონტო სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების 5 კომპანიას აერთიანებს. ჰოლდინგი საქართველოში 10 წელზე მეტია ოპერირებს, გამოირჩევა ნოვატორული პროექტებით და მუდმივად ორიენტირებულია ზრდასა და განვითარებაზე.


ჰოლდინგში შემავალი კომპანიების ძირითადი საქმიანობაა:

  • მცირე და მრავალფუნქციური საცხოვრებელი სახლებისა და აგარაკების მშენებლობა;
  • ინდივიდუალური საცხოვრებელი ბინებისა და კომერციული ობიექტების სარემონტო სამუშაოები;
  • არქიტექტურული მომსახურება - შენობა-ნაგებობების პროექტირება, პროექტის შეთანხმება;
  • ინტერიერის დიზაინის მომსახურება;
  • შრომის უსაფრთხოების მომსახურება.


კომაპნიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://decoline.ge/


DL ჰოლდინგი აცხადებს ვაკანსიას ადამიანური კაპიტალის მართვის სამსახურში, HR მენეჯერის პოზიციაზე.

ლოკაცია: თბილისი, ვაჟა-ფშაველა, დავით თავხელიძის 1ა

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:30

ანაზღაურება: საბაზისო (შეთანხმებით, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად) + ბონუსი


ძირითადი მოვალეობები:

  • HR ბიუჯეტირებაში მონაწილეობის მიღება;
  • კომპანიაში კორპორატიული კულტურის განვითარების და თანამშრომლებში კულტურის ინტეგრაციის მხარდაჭერა;
  • სამუშაო ანალიზის პერიოდული ჩატარება და თანამდებობრივი ინსტრუქციების შექმნა/განახლებაში მონაწილეობის მიღება, საჭიროების შემთხვევაში შიდა როტაციების მხარდაჭერა;
  • შრომის ანაზღაურების, შეფასების-ანგარიშგების და მოტივაციის სისტემების განვითარების მხარდაჭერა;
  • შრომითი ბაზრის სახელფასო პოლიტიკის შესწავლა და კომპანიის ხელმძღვანელობის კონსულტირება, სახელფასო გრადაციების დადგენაში მონაწილეობის მიღება;
  • თანამშრომლების კმაყოფილების მონიტორინგი და მაჩვენებლების გაუმჯობესებაზე მენეჯმენტთან ერთად მუშაობა;
  • შრომის ანაზღაურების და კომპენსაციების კოორდინირება;
  • ადამიანური რესურსების შერჩევისა და ონბორდინგის პროცესში მონაწილეობის მიღება;
  • თანამშრომლების კმაყოფილების მონიტორინგი, გაუმჯობესების მაჩვენებლებზე მენეჯმენტის მხარდაჭერა;
  • საკადრო დოკუმენტაციის წარმოების კონტროლი;
  • თანამდებობრივი ინსტრუქციებისა და სხვა საკადრო დოკუმენტების შექმნაში მონაწილეობის მიღება;
  • კომპანიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების მხარდაჭერა.

სავალდებულო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ადამიანური რესურსების მართვის სფეროში;
  • უცხო ენების ცოდნა;
  • შრომის კანონმდებლობის ცოდნა;
  • პრობლემების გადაჭრისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება და მონაცემთა ანალიზის გამოცდილება;


დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) მისამართზე: cv@decoline.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "HR მენეჯერი"


შპს "დი ელ გრუპის" მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ შპს „დი ელ გრუპი“ უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები; აცხადებთ თანხმობას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შპს „დი ელ გრუპმა“ თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით. დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შპს „დი ელ გრუპი“ შესაბამის ვადებში სრულად გაანადგურებს თქვენს რეზიუმეს [CV] და ჰოლდინგში არსებულ თქვენს პერსონალურ მონაცემებს.

ადამიანური რესურსები
HR მენეჯერი
ნახვები 122
უნიკალური ნახვები 119