17 სექ - 23 სექ
ადმინისტრაციული ოფიცერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული ოფიცრის პოზიციაზე, ადმინისტრაციულ განყოფილებაში.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი 66ა
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი (10:00-18:00)

ძირითადი მოვალეობები:
  • შემომავალი და გამავალი კორესპონდენციის და დოკუმენტაციის მართვა-ადმინისტრირება;
  • საფოსტო-საკურიერო სამსახურთან ურთიერთობა და გზავნილების ადმინისტრირება;
  • განყოფილებების მიერ მომზადებული წერილების აღრიცხვა.

ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • აუცილებელია სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (მითერი, ადმინისტრატორი, ოფის მენეჯერი);
  • მნიშვნელოვანია ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.

აუცილებელი უნარები:
  • კლიენტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევის უნარი;
  • კეთილგანწყობილება და თავაზიანობა;
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
  • ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge 2024 წლის 23 სექტემბრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება ადმინისტრაციული ოფიცერი

სადაზღვევო კომპანია ალდაგში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.
ადმინისტრაცია
ადმინისტრატორი
ნახვები 30
უნიკალური ნახვები 29