17 სექ - 17 ოქტ
სტანდარტი
კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერი
თბილისი, საბურთალო, სააკაძის დაღმართი
  • სრული განაკვეთი
  • 1000
  • ბაკალავრი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
"BM Capital" - აქტივების მმართველი კომპანიაა. კომპანია დღეს რამდენიმე ინოვაციური პროექტით, ავტომობილების გაქირავების და ტაქსების ბაზარზე ოპერირებს. მათ შორის არის გაქირავებული ავტომობილების მართვის პროგრამა Taxio.ge და Yandex Go-ს მძღოლების ჩარიცხვების ინოვაციური სისტემა PayPro.ge - აქ თქვენ დაგხვდებათ მეგობრული გარემო და კონკურენტუნარიანი ანაზღაურება.

"BM Capital"-ში ამჟამად ვეძებთ გუნდის ახალ წევრს კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, სააკაძის დაღმართი 6
სამუშაო განაკვეთი: ორშ-პარ. 10:00-დან 19:00-მდე.
ანაზღაურება (გადასახადების ჩათვლით): 1000 ლარიდან.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • კომპანიაში ახალი მძღოლების მოსაზიდად შემომავალი და გამავალი ზარების წარმოება;
  • მათთან სოციალური არხების მეშვეობით კომუნიკაცია;
  • მათი სრულყოფილად ჩართვა სისტემაში;
  • საჭიროების შემთხვევაში შესაბამის განყოფილებასთან გადამისამართება;
  • მძღოლების მიერ მოთხოვნილი ტრანზაქციების დადასტურება;
  • მარკეტინგის გუნდთან ვიდეო-რილებში მონაწილეობა.

დამატებითი მოთხოვნები:
  • გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაცია;
  • დეტალების მიმართ ორიენტირებულობა;
  • სასურველია უცხო ენების ცოდნა (რუსული, ინგლისური);
  • საოფისე პროგრამების დამაკმაყოფილებლად ცოდნა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • გამოცდილება გაყიდვებში.

შემოუერთდი BM Capital-ის გუნდს, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე და პორტფოლიო ელექტრონულ მისამართზე: muradbartishvili@gmail.com სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერი".

გისურვებთ წარმატებას.
გაყიდვები
კლიენტების მომსახურების მენეჯერი
ნახვები 77
უნიკალური ნახვები 77