17 სექ - 25 სექ
სარელეო დაცვის სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
პოზიციის დასახელება: სარელეო დაცვის სპეციალისტი
კომპანია: სს “ენერგო-პრო ჯორჯია”
სამუშაო ადგილი: თბილისი/სათაო ოფისი
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 25 სექტემბერი, 2024 წ.

სს “ენერგო-პრო ჯორჯია” აცხადებს კონკურსს სარელეო დაცვის სპეციალისტის პოზიციაზე.

მოვალეობები და ვალდებულებები:
  • სარელეო დაცვის, ელექტროავტომატიკის მოწყობილობების, მეორადი კომუტაციის სქემების, დენის და ძაბვის ტრანსფორმატორების წრედების გაწყობა-გამოცდასა და გეგმიურ საექსპლუატაციო შემოწმებებში მონაწილეობის მიღება,
  • მაღალი ძაბვის ახალი პროექტების ელ. მოწყობილობების და ელექტროგადამცემი ხაზების სარელეო დაცვის აპარატურის გაწყობაში მონაწილეობის მიღება, მაღალი ძაბვის ქსელის ციფრული სარელეო დაცვის და ავტომატიკის ექსპლოატაცია.
  • ავარიის შემდგომი აღდგენითი სამუშაოების შესრულება;
  • დირექტიული მასალებისა და მეთოდური მითითებების შესრულება;
  • საჭიროების შემთვევაში საქართველოს მასშტაბით გამგზავრება სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისთვის

მოთხოვნები:
  • უმაღლესი ელექტროტექნიკური განათლება
  • უსაფრთხოების IV საკვალიფიკაციო ჯგუფი.
  • გუნდური მუშაობის უნარი;

პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@energo-pro.ge ან შეავსონ განაცხადი შემდეგ მისამართზე: http://jobs.energo-pro.ge/onlinejobs/#/ 2024 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით.
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ სასურველი პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება განაცხადის განხილვა.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ, კვალიფიცირებულ კანდიდატებთან.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.

უშიშროება/დაცვა
დაცვა (ზოგადი)
ნახვები 23
უნიკალური ნახვები 23