17 სექ - 01 ოქტ
სტარტი
პოსტოპერაციული ექთანი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია
  • ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
დასახელება: პოსტოპერაციული განყოფილების ექთანი
თარიღი: 16/09/2024-1/10/2024
სამუშაო ადგილი : ვაჟა-ფშაველას 27ბ
სამუშაო გრაფიკი : სრული (დღის)

შ.პ.ს ’’ავერსის კლინიკა“ აცხადებს პოსტოპერაციული ექთნის ვაკანსიას ცენტრალურ ფილიალში.

ძირითადი მოვალეობები:
  • პაციენტის მომსახურება კომპეტენციის ფარგლებში;
  • სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
  • უმაღლესი სამედიცინო ან საშუალო განათლება სპეციალიზირებული, მედდის კვალიფიკაციით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პუნქტუალურობა;
  • ორგანიზებულობა;
  • გულისხმიერება.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე hr_clinic@aversi.ge ელ. ფოსტის საგნის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: პოსტოპერაციული ექთანი იმისათვის, რომ განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 1/10/2024.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

გისურვებთ წარმატებას!

სამედიცინო
მედდა
ნახვები 39
უნიკალური ნახვები 39