17 სექ - 01 ოქტ
სტარტი
სამედიცინო შემთხვევების ოპერატორი
ქუთაისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
„ვიანი“ აცხადებს სამედიცინო შემთხვევების ოპერატორის ვაკანსიას ქუთაისში .
სამუშაოს ადგილმდებარეობა: კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრი, ჯავახიშვილის 83ა/85
სამუშო გრაფიკი: 8 საათიანი 5 სამუშაო დღე

ძირითადი მოვალეობები:
  • პაციენტებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
  • პაციენტთა ისტორიის დამუშავება როგორც პროგრამულად, ასევე დოკუმენტობრივად;
  • საოფისე კომპიუტერულ პროგრამებში მონაცემების შეყვანა და დამუშავება მოთხოვნისამებრ;
  • დაინტერესებული პირების დროულად და ამომწურავად ინფორმირება და მიმართულების მიცემა შესაბამის საკითხებზე;
  • შემოსულ სატელეფონო ზარებზე რეაგირება, გადამისამართება ადრესატებთან და შესაბამისი ჩანაწერების წარმოება;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული ანგარიშების წარმოება მოთხოვნისამებრ;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სავალდებულოა უმაღლესი განათლება, განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც;
  • უპირატესობა მიენიჭება ჯანდაცვის მართვის ან სამედიცინო მიმართულებით უმაღლეს განათლებას;
  • სავალდებულოა სამუშაო გამოცდილება ადმინისტრაციულ - საოფისე პოზიციაზე არანაკლებ 6 თვისა;
  • სავალდებულოა საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ორგანიზებულობა,დისციპლინირებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 1 ოქტომბერი , 2024

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://vian.health/ka/career/?careerId=492
„ვიანი“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
სამედიცინო
სხვა (სამედიცინო)
ნახვები 75
უნიკალური ნახვები 72