17 სექ - 03 ოქტ
სტარტი
სამედიცინო წარმომადგენელი/არამედიკამენტების მიმართულებით
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია
  • ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
შპს "ავერსი–ფარმა" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის (არამედიკამენტების მიმართულებით) პოზიციაზე

მოვალეობები:
  • ვიზიტების დაგეგმვა/განხორციელება სამიზნე აუდიტორიასთან (ჯანდაცვის წარმომადგენლები);
  • კომპანიის პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება; არამედიკამენტების გაცნობა;
  • ჯანდაცვის წარმომადგენლები თემატური ბაზის შექმნა;
  • საკუთარი პროდუქციის შესახებ პრეზენტაციის მომზადება/წარდგენა/შეთავაზება სამიზნე აუდიტორიისთვის (ექიმები);
  • სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიებების (კონფერენცია, სემინარი და ა.შ) დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
  • კომპანიის არამედიკამენტების პრომოციისთვის საჭირო ყველა აქტივობის, მათ შორის პრეზენტაციის ჩატარების, სარეკლამო მასალების გავრცელების, ხელშეკრულებების გაფორმების და სხვა აქტივობების აღსრულება.
  • პროდუქციის თვისობრივი მახასიათებლების ზედმიწევნით ცოდნა;
  • საკუთარი ცოდნის დონის რეგულარული ამაღლება ხელმისაწვდომი მასალების დახმარებით;
  • დეტალური ანგარიშის წარმოება

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
  • უმაღლესი სამედიცინო განათლება (რავმატოლოგია, ნეონატოლოგია, პედიატრია, დერმატოლოგია)
  • მუშაობის გამოცდილება შესაბამის სფეროში გაყიდვებისა და მარკეტინგის სფეროში,
  • ინგლისური ენის ცოდნა(B1);
  • მართვის მოწმობა,
  • საკუთარი ავტომობილის ფლობა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ფლობა ( ოპერაციული სისტემა; Ms windows საოფისე პროგრამა Ms Excel & Outlook) ;
  • ეფექტური ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი; შემოქმედებითი აზროვნება; ინიციატივიანობა, სხარტი და მოქნილი აზროვნების უნარი; პოზიტიურობა;
  • შედეგზე ორიენტაცია;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით, მისამართზე: vacancy@aversi.ge (გთხოვთ, ელფოსტის სათაურში(subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება; წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება), ან წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები 11.00 სთ-დან 15.00 სთ-მდე:
  • ფოტოსურათი 3x4 - 1ც.;
  • დიპლომის ასლი;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • სარეკომენდაციო წერილები

მისამართზე: ქ. თბილისი, ა. ყაზბეგის 16
ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1576);
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 03.10.2024 წ.
შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 Tvის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
სამედიცინო
სამედიცინო წარმომადგენელი
ნახვები 52
უნიკალური ნახვები 50