18 სექ - 17 ოქტ
ლოჯისტიკის ოპერატორი
თბილისი, საბურთალო, უნივერსიტეტის ქ.
  • სრული განაკვეთი
  • 1100 + ბონუსი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
კომპანია „მისტერ მასტერი“ უკვე 10 წელზე მეტია წარმატებით პოზიციონირებს ბაზარზე, რომელიც 24 საათი, კვირაში 7 დღე, სთავაზობს მომხმარებელს სწრაფ და მრავალფეროვან სერვისს საყოფაცხოვრებო, კომუნალურ სფეროში. საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://mrmaster.ge . https://www.facebook.com/mrmaster.ge/

კომპანია "მისტერ მასტერი" აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის ოპერატორის პოზიციაზე.
მდებარეობა : თბილისი, საბურთალო, უნივერსიტეტის ქ. # 24
სამუშაო გრაფიკი : სრული , ორშაბათი-პარასკევი
ანაზღაურება : 1100 NET + ყოველთვიური პრემია

სამუშაოს მიზანი : ლოჯისტიკის ოპერატორის პოზიცია ითვალისწინებს მომხმარებლებისა და შესაბამისი მიმართულების ოსტატების დაკავშირებას, მათ სწორ კომუნიკაციას და შეკვეთების ციკლის სრულ ადმინისტრირებას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები :
  • აუცილებელია ინგლისური ან რუსული ენის ფლობა სასაუბრო დონეზე;
  • უმაღლესი განათლება;
  • სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ლოჯისტიკის მიმართულებით ;

ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:
  • ქოლ-ცენტრის ოპერატორის მიერ მიღებული შეკვეთების მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში მათი სწორი განაწილება, ოსტატის მისამართიდან, მიმდინარე ადგილმდებარეობიდან და პროფილიდან გამომდინარე
  • ოსტატის კლიენტთან ვიზიტამდე გონივრულ ვადაში მათთან დაკავშირება და ინფორმაციის დაზუსტება სერვისის საჭიროებაზე ; ინფორმირება გაუთვალისწინებელ შემთხვევებში ოსტატის გამოძახებაზე დაგვიანების შესახებ;
  • შეკვეთის მსვლელობისას, მასალაზე ტრანსპორტირების შემთხვევაში, კლიენტისთვის ტრანსპორტირების საფასურისა და მასალის ღირებულების მიწოდება და დასტურის შემდეგ ოსტატთან კომუნიკაცია შესასყიდ მასალაზე;
  • ოსტატის მიერ დასრულებული შეკვეთის პროგრამული მონიტორინგი და შეკვეთის დასრულება;
  • სისტემაში მუდმივად განრიგის მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში შეკვეთების ლოგიკური ცვლილება
  • სამუშაოს დასრულებამდე , არსებული და დაგეგმილი შეკვეთების ქოლ-ცენტრის ოპერატორებზე გადაბარება , მათთვის სრული ინფორმაციის მიწოდება ;

ჩვენ გთავაზობთ:
  • მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის დაფინანსებას;
  • ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას;
  • სტანდარტულ საკომპენსაციო პაკეტს კომპანიის პოლიტიკიდან გამომდინარე;
  • კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;


დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე - HR@mrmaster.ge გთხოვთ, სათაურის ველში (Subject Title) მიუთითოთ პოზიციის დასახელება. „ლოჯისტიკის ოპერატორი“
„მისტერ მასტერი“ მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ !
ლოგისტიკა/ტრანსპორტი
ლოჯისტიკა
ნახვები 21
უნიკალური ნახვები 20