18 სექ - 17 ოქტ
სტანდარტი
მერჩენდაიზერი
თბილისი, ვაკე, ი.ჭავჭავაძის გამზ.
თბილისი, დიდი დიღომი
  • სრული განაკვეთი
  • 850
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 599475242
საქართველოს თანაინვესტირების ფონდის პროექტი - შპს "ქართული აგრო სახლი" წარმოადგენს საქართველოში წამყვან პრემიუმ კლასის ბოსტნეულის მწარმოებელ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ნატურალურ უმაღლესი ხარისხის ბოსტნეულს. იგი ბაზარზე წარმოდგენილია ისეთი ბრენდებით, როგორიცაა "პლანტა" და "ქართული მოსავალი".

შპს "ქართული აგრო სახლი" აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე.
ლოკაცია - დიდი დიღომი ან ვაკე
ანაზღაურება - 850 ლარი
სამუშაო საათები - სრული, კვირაში 40 საათი (6 დღე)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • მაღაზიაში პროდუქციის დახლზე სათანადოდ განთავსებაზე ზრუნვა;
  • მოწოდებული პლანოგრამით პროდუქციის წარმოჩენაზე ზრუნვა;
  • პროდუქციის ვარგისიანობისა და ვადების კონტროლი;
  • ყოველდღიურად თაროზე პროდუქციის განლაგების ფოტო დასურათება და ელექტრონული სახით ზემდგომებისათვის გაზიარება;
  • ნაშთების კონტროლი და მომდევნო დღის შეკვეთების გაკეთების პროცესში ჩართულობა;
  • თითოეული ობიექტიდან პროდუქციის უკან დაბრუნების კონტროლი, კერძოდ უკან დასაბრუნებელი პროდუქციის ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემოწმება და ზემდგომ პირთან კომუნიკაცია;
  • დამკვეთისთვის ყოველდღიური/ყოველკვირეული ინფორმაციის მიწოდება გაყიდვების შესახებ;
  • ხელმძღვანელობის მიერ დავალებული ნებისმიერი სხვა დავალების შესრულება თანამშრომლის კვალიფიკაციის ფარგლებში

უნარ-ჩვევები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ენერგიული და შედეგზე ორიენტირებული;
  • დეტალებზე ორიენტირებული.

ჩვენ გთავაზობთ:
  • თანამშრომლის წილ საპენსიო შენატანს (2%) ფარავს კომპანია;
  • დაზღვევა - საუკეთესო პირობებით;
  • ფასდაკლება ჩვენს პროდუქციაზე;
  • პერიოდული საჩუქრები და სხვადასხვა აქტივობები კომპანიისგან.

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე: hr@gah.ge და ელ.ფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება, ან დარეკეთ ნომერზე +995 599475242 სხვა შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
მარკეტინგი, რეკლამა, PR
მერჩენდაიზინგი
ნახვები 28
უნიკალური ნახვები 28