შემდეგი
დღეს - 18 ოქტ
სტარტი
ელექტრიკოსი
რუსთავი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: Info@ajaratextile.com
ტელეფონი: +995 599060227
შპს „აჭარა ტექსტილე“ აცხადებს ვაკანსიას ელექტრიკოსის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- ქარხანაში არსებული ელექტრო და ელექტრონული სისტემების შესწავლა
- საწარმოში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული განათების, როზეტების, ელ. ძრავების მეთვალყურეობა
- დანადგარების მართვის კარადების მონიტორინგი და პრობლემის შემთხვევაში, მისი აღმოფხვრა
- ენერგო მომხმარებელი მოწყობილობების და დანადგარების მართვა/კონტროლი
- ელექტრული გაყვანილობების, აღჭურვილობის, მოწყობილობების განლაგება და მონტაჟი
- მოქმედი დანადგარების მექანიკური, ელექტრული გამართულობის უზრუნველყოფა
- ელექტრული აღჭურვილობის გაუმართაობის ამოცნობა და პრობლემის აღმოფხვრა
- ავარიული შემთხვევების დროული ლიკვიდაცია
- არსებული ელექტრო მოწყობილობების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა
- ტექნიკური პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი ზომების მიღება მათი აღმოფხვრის მიზნით
- საქსპლუატაციო, სარემონტო და ტექნიკური სამუშაოების შესრულებაში მონაწილეობის მიღება
- ხანძარსაწინააღმდეგო და ტექნიკის უსაფრთხოების წესების დაცვა
- ელექტრული დაზიანებების და ავარიების ანალიზი
- რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან
- უშუალო ხელმძღვანელის რეგულარული ინფორმირება დანადგარების მუშაობისა და შესაძლო სარემონტო აღჭურვილობების შესახებ
- საჭიროების შემთხვევაში დიაგნოსტიკური სამუშაოების ჩატარება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ან საშუალო განათლება, ელექტროობის მიმართულებით
- ელექტრო დანადგარების ტექნიკური მუშაობის წესების ცოდნა
- სასურველია საწარმოში მუშაობის გამოცდილება
- ელექტრო გაყვანილობის სისტემების ცოდნა
- უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც ექნებათ მაღალ ძაბვასთან დაშვების სერთიფიკატი
სამუშაო პირობები:
- სამუშაო განაკვეთი: სრული
- ადგილმდებარეობა: რუსთავი, გაგარინის ქ. 20
- ანაზღაურება შეთანხმებით
დინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: Info@ajaratextile.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 599060227
ენერგეტიკა
ელექტრიკოსი (ენერგეტიკა)
ნახვები 0
უნიკალური ნახვები 0