დღეს - 18 ოქტ
საწყობის მენეჯერი
ბათუმი
  • სრული განაკვეთი
  • საშუალო განათლება
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
მისამართი:
სუპერმარკეტების ქსელი „ბილიონი“, რომელიც საცალო ვაჭრობის ერთ-ერთი წამყვანი ბრენდია, წლებია მომხმარებელს სთავაზობს 15000 და მეტი დასახელების სასურსათო და საყოფაცხოვრებო/სამშენებლო პროდუქციის არჩევანს და უწევს მათ მაღალხარისხიან მომსახურეობას.

„ბილიონი“-ს მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული, უზრუნველყოს მრავალფეროვანი არჩევანი და მაღალხარისხიანი მომსახურება, ტერიტორიული ხელმისაწვდომობა და კომფორტული სივრცე. ამ ღირებულებების შენარჩუნება/განვითარებისთვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური კაპიტალის განვითარებას შესაბამისი სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.
კომპანია „ბილიონი“ აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი;
სამუშაო გრაფიკი: სრული (5 დღიანი სამუშაო კვირა)

ძირითადი მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • გუნდის მართვის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

ძირითადი მოვალეობები:
  • სასაწყობე ფართში პროდუქციის რეგულარული კონტროლი, მარაგების აღწერა და ნაშთების კონტროლი;
  • საწყობში შემოსული ტვირთის დაცლა–დატვირთვების უზრუნველყოფის კონტროლი;
  • საწყობის მუშაობის კონტროლი;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა;
  • პროდუქციის მიღების პროცესის კონტროლი;
  • ჩამოწერის პროცედურის კონტროლი;
  • ინვენტარიზაციის პროცესში ჩართულობა და კონტროლი;
  • კომპანიის დირექტორის სხვა დავალებების შესრულება;

პიროვნული თვისებები:
  • ორგანიზების უნარი;
  • პასუხისმგბლობის მაღალი გრძნობა
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • სისწრაფე და ოპერატიულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე 2024წლის 16 ოქტომბრის ჩათვლით ელექტრონულ ფოსტაზე hr@bilioni.ge გთხოვთ, სათაურის ველში (“subject”) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „საწყობის მენეჯერი“.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება/შენახვა განხორციელდება 6 თვის ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

მადლობას გიხდით დაინეტრესებისათვის!

გისურვებთ წარმატებას!
ლოგისტიკა/ტრანსპორტი
საწყობი
ნახვები 11
უნიკალური ნახვები 10