დღეს - 26 სექ
მოხალისე
თბილისი
  • მოქნილი გრაფიკი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
თსუ-ს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა აცხადებს მოხალისეთა პროგრამას ბიბლიოთეკაში არსებულ სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებისათვის, დასაქმების პერსპექტივით:
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: მოქნილი
აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სხვა და სხვა სპეციალობის მოქმედ სტუდენტებს, კუსრდამთავრებულებს და დამამთავრებელი კლასის სკოლის მოსწავლეებს.

პროგრამით დაინტერესებულ მოხალისეებს ჩვენ ვთავაზობთ:
  • განვითარებაზე ორიენტირებულ და კეთილგანწყობილ სამუშაო გუნდს;
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • საინტერესო გამოცდილების მიღებას
  • ბიბლიოთეკის პროექტებსა და ღონისძიებებში ჩართულობას;
  • შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენის საშუალებას;
  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
  • სამომავლო რეკომენდაციებს ხელმძღვანელი პირებისგან (მოთხოვნის შემთხვევაში)
  • თქვენთვის, დამწყები სპეციალისტებისთვის, მოხალისეთა პროგრამაში თანამონაწილეობა ბიბლიოთეკის სივრცის ფუნქციური მრავალფეროვნებისა და მრავალმხრივი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, შესაძლებელია კარიერის კარგ საწყისად და ცნობადობის ათვლის წერტილად იქცეს!

პროგრამის დასასრულს გაიცემა სერთიფიკატი;

მოხალისეთა პროგრამა ცხადდება ბიბლიოთეკაში არსებულ შემდეგ დეპარტამენტებში:
  • მომხმარებელთა მოზიდვისა და სერვისების განვითარების დეპარტამენტი;
  • გარემოსა და მომსახურების ხარისხის განვითარების დეპარტამენტი;
  • მომხმარებელთა მომსახურების დეპარტამენტი;
  • ფონდების დაცვის, შენახვისა და განვითარების დეპარტამენტი;
  • ფინანსური რესურსების განვითარების დეპარტამენტი;
  • ღია მეცნიერების დეპარტამენტი;
  • ტრენინგ-ცენტრში

მოხალისეთა პროგრამა არ ითვალისწინებს ანაზღაურებას;
პროგრამის ხანგრძლივობა 3 თვე;
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზუმე, subject – ველში მიუთითეთ „მოხალისის პროგრამა“ (CV) (ფოტოსურათთან ერთად) მითითებულ ელ. ფოსტაზე info@sciencelib.ge 26 სექტემბრის ჩათვლით 2024 წელი.

გისურვებთ წარმატებებს !

ადმინისტრაცია
ბიბლიოთეკარი
ნახვები 11
უნიკალური ნახვები 10