დღეს - 29 სექ
სამშენებლო ნებართვების სამსახურის სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ აცხადებს კანდიდატთა შერჩევას ნებართვების, გარემოს დაცვისა და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის სამშენებლო ნებართვების სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

თანამდებობრივი ფუნქცია-მოვალეობები
  • სამშენებლო ნებართვების სამსახურში შემოსული კორესპონდენციის განხილვა, დამუშავება, საპასუხო დოკუმენტაციის მომზადება;
  • მიმდინარე თუ დაგეგმილი საპროექტო/სარეაბილიტაციო სამუშაოების პროგრამულად (ArcMap(GIS)) დამუშავება და შესაბამისი ნებართვებით უზრუნველყოფა;
  • წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის განხილვაში მონაწილეობის მიღება და მათი საბოლოო ვარიანტებისთვის შენიშვნებისა და წინადადებების მომზადების უზრუნველყოფა;
  • პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული და შემხებლობაში მყოფი, კომუნალური თუ სხვა ინფრასტრუქტურული კომუნიკაციბის მოწყობის სამუშოების ოპერატორ კომპანიებთან შეთანხმების მიზნით შესაბამის ორგანიზაციებთან კოორდინაცია;
  • სამშენებლო სამუშაოები განხორციელებისას, როგორც პროექტით გათვალიწინებული, ასევე სამუშაოების წარმოების პროცესში გამოვლენილი ინფრასტრუქტურული კომუნიკაციებისა თუ სხვა ხელისშემშლელი პირობების კუთხით წამოჭრილი პრობლემური საკითხების შესწავლა, მათი მოგვარების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებზე წინადადებების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა შემდგომი განხილვისა და გადაწყვეტილებების მისაღებად;
  • სანებართვო დოკუმენტაციის დაარქივება და რეესტრ(ებ) ის წარმოება;
  • დასრულებული სამშენებლო ობიექტების, კანონით დადგენილი ვარგისად აღიარების (ექსპლუატაციაში მიღების) პროცედურების წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება: ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
  • მიმართულება/დარგი/სპეციალობა: პრიორიტეტია სამშენებლო-საინჟინრო ან მონათესავე სფერო;
  • სამუშაო გამოციდლება: მუშაოების არანაკლებ 2 წლის სტაჟი, მათ შორის, სამშენებლოინფრასტრუქტურული განვითარების მიმართულებით სახელმწიფო, თუ კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილება;
  • უცხო ენა: სავალდებულო ინგლისური ენა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამები: სავალდებულია AutoCAD, ArcMap(GIS) პროგრამების პროფესიულ
  • დონეზე ცოდნა, ასევე Microsoft Office Word, Microsof Office Excel, Microsoft Office PowerPoint პროგრამების ცოდნა.

სავალდებულოა შემდეგი საკანონმდებლო ბაზების ცოდნა:
  • „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებით დამტკიცებული დანართი N1-ის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დროებითი შენობა-ნაგებობების ან/და დანადგარების განთავსების ადგილების განსაზღვრის შესახებ;
  • განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის N257 დადგენილება;
  • საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი;
  • საქართველოს კანონი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“;
  • მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება მუნიციპალიტეტში მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ;
  • პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი მუხლი 25. სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება.

კომპეტენციები და უნარები:
  • ეფექტური კომუნიკაციის კარგი უნარი; წერილების, ანგარიშების, შეთავაზებების მომზადების უნარი; ორგანიზებულობა; პასუხისმგებლობა; სწრაფი რეაგირების, გადაწყვეტილების უნარი; გუნდური პრინციპით მუშაობის უნარი პუნქტუალობა; სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; პრეზენტაციის და კონფლიქტის მართვის უნარები; მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტირება; კონფლიქტებისა და დავების მართვა;

შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ ქმნის თანასწორ და ღირსეულ სამუშაო გარემოს, სადაც განსხვავებული პერსპექტივები დაფასებულია და ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია აკრძალულია კანონის შესაბამისად.
კომპანია ხელს უწყობს მრავალფეროვანი გარემოს შექმნას და გენდერული ბალანსის მიღწევას. კომპანია მიესალმება გამოცხადებულ ვაკანსიებზე, მათ შორის ტექნიკურ პოზიციებზე, ქალი კანდიდატების მიერ განაცხადის შემოტანას და უზრუნველყოფს თანაბარი პირობებისა და შესაძლებლობების მქონე სამუშაო გარემოს შექმნას.

დაინტერესებულმა პირებმა მიმდინარე წლის 29 სექტემბრის ჩათვლით გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: konkursi@water.gov.ge გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!
დამატებითი ინფორმაცია:
გაცნობებთ, რომ შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის (შეიძლება განისაზღვროს უფრო ნაკლები ვადა) ვადით. რეზიუმეს/CV-ს გამოგზავნით კანდიდატი აცხადებს თანხმობას მისი პერსონალური მონაცემების აღნიშნული საფუძვლით დამუშავებაზე.
სამშენებლო, უძრავი ქონება
მშენებლობა(ზოგადი)
ნახვები 4
უნიკალური ნახვები 4