დღეს - 19 ოქტ
ინტერიერის დიზაინერი
თბილისი, ვაკე, კეკელიძის ქ.
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
  • ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 322 22 10 40
მისამართი:

სამშენებლო კომპანია "Service Group"- აცხადებს ვაკანსიას ინტერიერის დიზაინერის პოზიციაზე.


ძირითადი მოვალეობები:

  • დიზაინ-პროექტის კონცეფციის დამუშავება
  • ინტერიერის 3D ვიზუალიზაციის შექმნა
  • ინტერიერის დეტალური ტექნიკური ნახაზების მომზადება
  • შესრულებულ პროექტებში ჩართულობა და ზედამხედველობა
  • სარემონტო გუნდთან ეფექტური კომუნიკაცია და მათთვის პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება
  • დიზაინ-პროექტის ალბომის მომზადება


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება არქიტექტურის ან ინტერიერის დიზაინის მიმართულებით
  • ინტერიერის დიზაინის სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
  • სავალდებულო პროგრამების ცოდნა - Autodesk 3ds max (Corona) AchiCAD, Adobe Photoshop,
  • ინტერიერთან დაკავშირებული ტექნოლოგიური სიახლეების ცოდნა
  • უნდა შეგეძლოთ საინჟინრო კომუნიკაციების სწორად განაწილება

პიროვნული თვისებები:

  • გუნდურად და ინდივიდუალურად მუშაობის უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • კრეატიული აზროვნება
  • პუნქტუალურობა
  • კომუნიკაბელურობა


სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი (11:00-19:00)

ანაზღაურება: შეთანხმებით(ფიქსირებული ხელფასი+ბონუსი).

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე და პორტფოლიო მეილზე info@aishene.ge

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე 0 322 22 10 40

მისამართი: თერგის ქ.14ა (კ.კეკელიძის ქუჩის მიმდებარედ).

სამშენებლო, უძრავი ქონება
ინტერიერის დიზაინერი
ნახვები 4
უნიკალური ნახვები 4
მსგავსი განცხადებები