19 სექ - 26 სექ
სტარტი
მძღოლ-ექსპედიტორი
თბილისი, დიდი დიღომი
  • სრული განაკვეთი
  • მივლინება
  • სხვა
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • მართვის მოწმობაB,C
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ავტონაწილების სუპერმარკეტი "აუტოპია" აცხადებს ვაკანსიას კომპანიის მძღოლ-ექსპედიტორის პოზიციაზე!

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • კომპანიის სავაჭრო ობიექტების პროდუქციით მომარაგება
  • სადისტრიბუციო ავტომობილის პროდუქციით დატვირთვა, გადატანა, ჩამოტვირთვაში მონაწილეობის მიღება
  • კომპანიის კუთვნილი მანქანის დადგენილი მარშრუტის მიხედვით მართვა(თბილისსა და რეგიონებში)
  • მინდობილი სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება
  • მინდობილი სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ მდგომარეობაზე მუდმივი მონიტორინგი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • B და C-კატეგორიის მართვის მოწმობა
  • აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია)

თხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება. hrautopia.ge@gmail.com

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
ავტო-მოტო სერვისი
სატვირთო ავტომობილის მძღოლი
ნახვები 8
უნიკალური ნახვები 8