დღეს - 18 ოქტ
სტანდარტი
გაყიდვების აგენტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • გამოცდილება აუცილებელია
  • ინგლისური,გერმანული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
Prime Sales Holding აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: გაყიდვების აგენტი (English)

ლოკაცია: საბურთალო, თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 11:00-19:00 ან 12:00-20:00

Prime Sales Holding არის დინამიური B2C სტარტაპი, რომელიც სპეციალიზირებულია შვილობილი მარკეტინგის iGaming ინდუსტრიაში. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ iGaming-ის წამყვან ოპერატორებთან, რათა გავზარდოთ მომხმარებელთა ჩართულობა ინოვაციური ციფრული მარკეტინგის სტრატეგიებით. ჩვენ გვჯერა პარტნიორობის ძალის. ინდუსტრიის ლიდერებთან მჭიდრო თანამშრომლობა საშუალებას გვაძლევს შევქმნათ პერსონალიზებული სტრატეგიები, რომლებიც ეხმიანება მოთამაშეების ინტერესებსა და პრეფერენციებს. ჩვენ ორიენტირებულები ვართ, რომ ვიყოთ კრეატიულები და ინოვაციურები. უახლესი SEO ტაქტიკებიდან დაწყებული სოციალური მედიის კამპანიებით დამთავრებული, ჩვენი მიზანია აუდიტორიის მოხიბვლა და მნიშვნელოვანი ჩართულობა, ჩვენი კომპანია მიზნად ისახავს არა მხოლოდ მომხმარებელთა მოზიდვას, არამედ შექმნას ხანგრძლივი კავშირები, რომლებიც ამდიდრებს სათამაშო გამოცდილებას ყველა მონაწილესთვის.

როლის შესახებ:
როგორც გაყიდვების აგენტი Prime Sales Holding-ში, თქვენი მთავარი ამოცანაა ხელი შეუწყოთ ჩვენი პარტნიორების iGaming პლატფორმების პოპულარიზაციას. თქვენ დაუკავშირდებით პოტენციურ კლიენტებს, შექმნით კავშირებს და გამოიყენებთ თქვენს კომუნიკაციის უნარებს, რათა დაარწმუნოთ ისინი გამოიყენონ ჩვენი სერვისები.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • იდენტიფიცირება და დაკავშირება პოტენციურ მომხმარებლებთან რათა გაიზარდოს ჩვენი მომხმარებლის ბაზა;
  • ეფექტური გეგმების შექმნა ახალი კლიენტების დასარეგისტრირებლად ჩვენს პლატფორმაზე;
  • გაყიდვების სტრატეგიების განხორციელება ჩვენი მიზნების სწორად მისაღწევად;
  • მომხმარებელთან ხანგრძლივი და ხარისხიანი ურთიერთობის დამყარება-შენარჩუნება;
  • მენეჯმენტისთვის რეგულარული ინფორმაციის მიწოდება-რეპორტინგი;
  • გუნდურობა, გუნდის მხარდაჭერა, პოზიტიური და დადებითი გარემოს შექმნა;

მოთხოვნები:
  • გაყიდვების მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად, თუმცა კანდიდატურა გამოცდილების გარეშეც განიხილება’
  • ასურველია ინტერესი და ცოდნა iGaming ინდუსტრიის და ასევე მისი მარკეტინგის დინამიკის მიმართ;
  • ინგლისური ან გერმანული ენის სრულყოფილ დონეზე ცოდნა აუცილებელია. B2+;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, გუნდური მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა;

ბენეფიტები:
  • მზარდი ანაზღაურება და პერფორმანსზე დამოკიდებული საბონუსე სისტემა’
  • სამი თვის შემდეგ ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • კომფორტული და მეგობრული სამუშაო გარემო;
  • პროფესიული ტრენინგები - დაეუფლები გაყიდვების ტექნიკებს და შეისწავლი Igaming სფეროს საქმიანობას და პროდუქტებს;

მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა ჩვენთვის გამოცდილებაზე მეტად მნიშვნელოვანია თქვენი მოტივაცია, საქმის მიმართ ინტერესი და განვითარების სურვილი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mariammarkozashvili@primesales.cc და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და ენა(English).
გაყიდვები
გაყიდვების აგენტი
ნახვები 7
უნიკალური ნახვები 7