შემდეგი
დღეს - 19 ოქტ
თევზის ყასაბი
ბათუმი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: tursahr@gmail.com
სუპერმარკეტი ,,თურსა’’ აცხადებს მარკეტში ,,თევზის ყასაბის’’ პოზიციაზე ვაკანსიას.
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი
სამუშაო გრაფიკი: სრული
სუპერმარკეტი ,,თურსა’’ მომხმარებელს სთავაზობს მუდმივად ჯანსაღ, ნატურალურ, ახალ და მაღალი ხარისხის პროდუციას.
ძირითადი მოვალეობები:
- შესაბამისი თევზეულის პირველადი დამუშავება;
- თევზეულის დამუშავება, დაჭრა და დახლზე განსათავსებლად მომზადება;
- დახლებზე საჭირო რაოდენობის პროდუქციის განლაგების უზრუნველყოფა, ხარისხის და ჰიგიენის ნორმების სრული დაცვით;
- თევზპროდუქტების იერსახის, შენახვის პირობების და ვადების კონტროლი;
- სამუშაო სივრცეში ჰიგიენური ნორმების და წესების დაცვა, ინვენტარის მოწესრიგება და დასუფთავება;
- მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა, არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის გზით;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიუმ ერთწლიანი გამოცდილება;
- ხორცპროდუქტების შენახვისა და დამუშავების სტანდარტების ცოდნა;
- ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების დაცვის სტანდარტების ცოდნა;
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დროის მართვისა და დაგეგმვის უნარი;
- უმაღლესი დონის ჰიგიენური უნარები;
- შრომისმოყვარეობა;
- ენერგიულობა;
- სისწრაფე
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ.მისამართზე tursahr@gmail.com და სათაურის ველში ("Subject") მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „ თევზის ყასაბი“.
გისურვებთ წარმატებას!
სასტუმრო/რესტორანი/კვება
ყასაბი
ნახვები 0
უნიკალური ნახვები 0