დღეს - 04 ოქტ
საწყობის აღრიცხვის ოპერატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • პროფესიული კოლეჯი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
შპს „ამბოლი“ წარმოადგენს Georgia Capital PLC (https://georgiacapital.ge) ჯგუფში შემავალ კომპანიას, რომელიც დაარსდა 2003 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში ავტონაწილებისა და საბურავების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: www.amboli.ge www.facebook.com/amboli.ge
„ამბოლი“ აცხადებს ვაკანსიას საწყობის აღრიცხვის ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი - თბილისი
გურამიშვილის მეტროდან თანამშრომელთა ტრანსპორტირებას კომპანია უზრუნველყოფს.

ძირითადი მოვალეობები:
  • საწყობში მიღებული პროდუქციის პროგრამულად აღრიცხვა;
  • საწყობში მიღებული პროდუქციის მიღება/დასაწყობება;
  • ფილიალებიდან მიღებული შეკვეთების აღრიცხვა;
  • პროდუქციის განაწილება მიწოდების აგენტებისთვის;
  • წუნდებული და დაბრუნებული პროდუქციის პროგრამულად აღრიცხვა.

ძირითადი მოთხოვნები:

  • პროფესიული ან/და უმაღლესი განათლება;
  • აუცილებელია საწყობის ან/და აღრიცხვის ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამებში მომხმარებლის დონეზე მუშაობის გამოცდილება.

აუცილებელი უნარები:
  • ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@amboli.ge 2024 წლის 4 ოქტომბრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - საწყობის აღრიცხვის ოპერატორი.

,გატყობინებთ, რომ თქვენ მიერ კომპანია „ამბოლი“-სთვის მიწოდებული პირადი სახის ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.
აქვე გაცნობებთ, რომ კომპანია „ამბოლი“, როგორც თქვენ პერსონალურ მონაცემებს ასევე განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს დაამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შრომითი ვალდებულებებისა და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის და დასაქმებულის შრომითი უნარების შესაფასებლად შემდგომი სამი წლის განმავლობაში."
ლოგისტიკა/ტრანსპორტი
საწყობი
ნახვები 2
უნიკალური ნახვები 2