დღეს - 22 ოქტ
იმპორტის სატვირთო ოპერატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
  • ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
კომპანია Lasare, რომელიც წარმოადგენს საავიაციო სატვირთო ტერმინალისა და საბაჟო საწყობის კომპლექსურ ერთობლიობას, აცხადებს ვაკანსიას იმპორტის სატვირთო ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: ცვლაში მუშაობა ყოველ მესამე დღეს 24 საათიანი სამუშაო გრაფიკით,
მისამართი: ქ თბილისი, საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია
დასაქმებულს ვთავაზობთ სტაბილურ, განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაოს და სხვადასხვა ბენეფიტებით სარგებლობის შესაძლებლობას:
  • საადვოკატო მომსახურების ბარათს,
  • სატრანსპორტო მომსახურებას,
  • Fitpass,
  • ყოველთვიურ ბონუსს გამოსაცდელი ვადის შემდგომ,( გამოსაცდელი ვადა 3 თვე)
  • მრავალფეროვანი ტრენინგების და განვითარების შესაძლებლობას

ძირითადი ფუნქციები:
  • სატვირთო დოკუმენტაციის გაცემა ტვირთის მიმღებ ორგანიზაციებზე ან ფიზიკურ პირებზე, მინდობილობის/ რეესტრიდან ამონაწერის საფუძველზე;
  • სატელეფონო კომუნიკაციის წარმოება კომპეტენციის ფარგლებში;
  • დეკლარაციის დოკუმენტის მიღების შემდგომ ტვირთის გასაცემად საჭირო პროცედურების უზრუნველყოფა, ტერმინალიდან გასაცემი ტვირთის დოკუმენტაციის სრული სიზუსტით კომპლექტირება და სისტემური ასახვა;
  • ცვლის დასრულების შემდგომ, ყველა გაცემული დოკუმენტაციის სათანადოდ მოწესრიგება და სატვირთო დოკუმენტაციის კონტროლის სუპერვაიზერისთვის გადაცემა;

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება
  • სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების კარგი ცოდნა როგორც წერილობით, ისე ვერბალურ ნაწილში
  • სავალდებულოა ოფიციალური მიმოწერების წარმოების სპეფიციფიკის ცოდნა
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
  • გუნდარი მუშაობის უნარი
  • მომხმარებლის მომსახურების სტანდარტის დაცვა (თავაზიანობა, სწრაფი მომსახურება);
  • პასუხისმგებლობის აღების უნარი
  • კონფიდენციალობის დაცვის უნარი;
  • ყურადღება დეტალების მიმართ
  • დაგმეგვისა და ორგანიზების უნარები
  • დეტალებზე ორიენტირების უნარები
  • დისციპლინირებულობა
  • ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმართვის უნარი

ლასარეში დაგხვდებათ:
  • კვალიფიციური თანამშრომლებით დაკომპლექტებული გუნდი;
  • კარიერული განვითრების შესაძლებლობები;
  • გუნდური სამუშაო გარემო

თუ ეძებთ სიახლეებს, გსურთ საინტერესო სამუშაო პროცესში ჩართვა და სტაბილური, გუნდური სამუშაო გარემო, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@lasare.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "Lasare"-სთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით მ, შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს “Lasare” -მ შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ კომპანიამ შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: hr@lasare.ge; გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს "Lasare”-სთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით.
ლოგისტიკა/ტრანსპორტი
იმპორტ-ექსპორტის ადმინისტრირება
ნახვები 5
უნიკალური ნახვები 5