დღეს - 22 ოქტ
ღია ტენდერი სანათების საწარმოებელი მასალა შესასყიდად
თბილისი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 599 728 925
ასოციაცია „საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი“ პროექტის "ახალგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობა" ფარგლებში, სანათის საწარმოებელი მასალის შეძენის მიზნით იწვევს იურიდიულ პირებს ღია ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ:
SOS Children’s Villages Inetrnational წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 118 ქვეყანაში ჰყავს წევრი ორგანიზაცია ეროვნული ასოციაციების სახით. ასოციაცია “საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი“ მოქმედებს საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებისა და პრინციპების შესაბამისად და ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში 1989 წლიდან საქმიანობს საქართველოში.

ინფორმაცია პროექტის შესახებ:
ასოციაცია „საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი“, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა (BMZ) და ჰერმან გმაინერის გერმანიის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის - "ახალგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობა" მიზანია, სამიზნე ჯგუფის ახალგაზრდების დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა ადგილობრივ შრომის ბაზარზე და მათ დასაქმებასა და თვითდასაქმებაში დახმარება.

მომსახურების მიზანი:
  • პროექტში "ახალგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობა" ფარგლებში სამეწარმეო საქმიანობაში ჩართლი ახალგაზრდისთვის სანათების საწარმოებელი მასალით უზრუნველყოფა.
  • შესაძენი მასალის მახასიათებლები:
  • სანათის შუქფარი (აბაჟური) - 40 ცალი
  • მახასიათებლები: 15-16 (სიმაღლე) x 25სმ., დიამეტრი 25 სმ., ტიპი: Hollow Lampshade, მასალა მეტალი, მოცულობა 700 გრამამდე
  • სანათის ელექტრო მოწყობილობის სრული კომპლექტი - 40 ცალი
  • მახასიათებლები: ნათურის ვაზნა, ქანჩი, სადენი, მეტალის აქსესუარი
  • ელექტრო ენერგიის გადამყვანი (European Plug Adaptor) - 40 ცალი;
  • ნათურის დამჭერი (Clip) - 40 ცალი;
  • მახასიათებლები: 1"W x 4.5"H, Light Bulb Clip-On Adapter with shade attaching finial in Polished Brass Finish, 1 Pack.

მოწოდების ვადა:
  • შერჩეულ იურიდიულმა სუბიექტმა, დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, უნდა უზრუნველყოს მითითებული პარამეტრების შესაბამისი მასალის მოწოდებაორ ეტაპად: ნახევარი პროდუქციის მოწოდება 2024 წლის 31 ოქტომბრამდე, ხოლო მეორე ნახევრის - 2024 წლის 15 ნოემბრამდე, რომელსაც უნდა გააჩნდეს მწარმოებლის დამადასტურებელი სერთიფიკატი ან შესაბამისი დოკუმენტი.
  • ტექნიკური განაცხადი:
  • დაინტერესებულმა იურიდიულმა პირმა უნდა წარმოადგინოს ქვემოთ ჩამოთვლილი შემდეგი დოკუმენტები:

ტენდერში მონაწილე იურიდიული პირის რეკვიზიტები: მისამართი, ტელეფონი, საბანკო რეკვიზიტები, საჯარო რეესტრის ამონაწერი;
შემოთავაზებული მასალის მახასიათებლები და მოწოდების პერიოდი;
მომსახურების ფასის განაცხადი, რომელიც მოიცავს ზემოთ აღნიშნული მასალის საცალო საფასურს დ.ღ.გ.-ს გარეშე..

ფასის განცხადი
მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯთაღრიცხვა ეროვნულ ვალუტაში მოცემული სამუშაოების მიხედვით დ.ღ.გ.-ს გარეშე.

თანხის გადახდის პირობები:
  • მომსახურების საფასურის გადახდა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, კონკრეტული მომსახურების გაწევის შესახებ ფინანური დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ (ინვოისი, ანგარიშფაქტურა, მიღება-ჩაბარების აქტი შესრულებული სამუშაოების შესაბამისად) არაუგვიანეს 10 დღისა.

წინადადებები შეფასდება შემდები კრიტერიუმების გათვალისწინებით:
  • მოწოდებული დოკუმენტაცია - 10%
  • შემოთავაზებული პროდუქციის ხარისხი - 45%
  • შემოთავაზებული პროდუქციის ფასი - 45%
  • წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 4 ოქტომბერი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ შესაბამისი დოკუმენტაცია შემდეგ ელ-ფოსტაზე: contact@sos-kd.ge. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ,,სანათების საწარმოებელი მასალა“ კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ პროექტის მენეჯერს ნინო ნუცუბიძეს ელ. ფოსტაზე nino.nutsubidze@sos-kd.ge ან მობილურ ტელეფონზე +995 599 728 925;

შესყიდვები
ტენდერები
ნახვები 3
უნიკალური ნახვები 3