დღეს - 07 ოქტ
ადმინისტრაციული ასისტენტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
  • ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ა(ა)იპ საქველმოქმედო ფონდი საქართველოს კარიტასი აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული ასისტენტის თანამდებობაზე.
ვაკანსია ღიაა: ყველა დაინტერესებული პირისთვის.
განაცხადის შემოტანის ვადა: 2024 წლის 6 ოქტომბერი.
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი.~
მისამართი: ქ. თბილისი, ბესარიონ ჟღენტის ქუჩა #45, ნუცუბიძის მე-2 პლატო.

ძირითადი მოვალეობები:
  • დაგეგმვა: დირექტორისა და ადმინისტრაციული უფროსი მენეჯმენტის შეხვედრების დაგეგმვა და კოორდინირება, მათი კალენდრის მართვა და დროული შეხსენება.
  • კორესპონდენცია: შემომავალი/გამავალი კორესპონდენციის წარმოება, მათ შორის ელ. წერილები, ბეჭდური წერილები და გზავნილები. მათი გადამისამართება შესაბამის პასუხისმგებელ პირებზე.
  • დოკუმენტების მართვა: ბეჭდური და ელექტრონული ფაილების შენახვა/დაარქივება.
  • დოკუმენტის თარგმანი: დოკუმენტების, მოხსენებების და სხვა წერილობითი მასალების თარგმნა ქართულიდან ინგლისურად და პირიქით. თარგმანის ყველა სიზუსტის და სიცხადის დაცვით.
  • შეხვედრების თარგმნა: ზეპირსიტყვიერი მთარგმნელობითი სერვისის მიწოდება შეხვედრების, კონფერენციებისა და ღონისძიებების დროს ქართულ/ინგლისურენოვან მონაწილეებს შორის კომუნიკაციის გასაადვილებლად.
  • შიდა კომუნიკაცია: ორგანიზაციის შიგნით ეფექტური კომუნიკაციის ხელშეწყობა შეტყობინებების და ინფორმაციის გადაცემით სხვადასხვა დეპარტამენტებთან და გუნდის წევრებთან.
  • გარე კომუნიკაცია: შემოსული ზარების მიღება, სათანადო ინფორმაციის მიწოდება ან/და შესაბამის დეპარტამენტთან გადამისამართება. საფოსტო გზავნილების მართვა - გაგზავნა/მიღება, ჩაბარება, გადამისამართება.
  • ღონისძიების დაგეგმვა: ღონისძიებების, სემინარებისა და კონფერენციების მოწყობაში დახმარება, ორგანიზაბა და კოორდინაცია, ლოჯისტიკის ჩათვლით, როგორიცაა ადგილის მოწყობა, კვება და ტრანსპორტირება.
  • შეხვედრის მომზადება: შეხვედრის მასალების, მათ შორის დღის წესრიგის, პრეზენტაციების და მოხსენებების მომზადება. ყველა საჭირო აღჭურვილობის და რესურსის ხელმისაწვდომის უზრუნველყოფა.
  • ადმინისტრაციული დახმარება: ზედა რგოლის მენეჯმენტის მხარდაჭერა სხვადასხვა ადმინისტრაციულ დავალებებში, მათ შორის მონაცემთა შეყვანისა და ანგარიშების წარმოებისთვის.
  • მოხალისეთა კოორდინაცია: დახმარება მოხალისეთა საქმიანობის კოორდინაციაში, მათ შორის დაგეგმვაში, კომუნიკაციასა და მხარდაჭერაში.
  • ოფისის აღჭურვილობა: ოფისის აღჭურვილობის, კერძოდ კარტრიჯების დროული შეცვლა/დატენვა, აღდგენა.
  • სხვა ადმინისტრაციული საქმიანობა.

კვალიფიკაცია და უნარები:
  • აკადემიური განათლება;
  • ადმინისტრაციული ასისტენტის თანამდებობაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
  • ქართული, ინგლისური, რუსული ენების ფლობა;
  • კომპიუტერული უნარები;
  • დეტალებზე ორიენტაცია;
  • როგორც გუნდურად, ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

თუ აკმაყოფილებთ ზემოხსენებულ მოთხოვნებს, გთხოვთ, 2024 წლის 6 ოქტომბრამდე გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@caritas.ge, სათაურის ველში "ადმინისტრაციული ასისტენტი" მითითებით.
ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ:
ა(ა)იპ საქველმოქმედო ფონდი საქართველოს კარიტასი, საქართველოში 1994 წელს დაფუძნდა და დღემდე აქტიურად მუშაობს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების, ჰუმანიტარული, სოციალური, ჯანმრთელობისა და განვითარების სფეროში. ორგანიზაციის მისიაა ვემსახუროთ გაჭირვებულ მოსახლეობას საქართველოში და ხელი შევუწყოთ ქველმოქმედებას, სოციალურ სამართლიანობასა და ადამიანურ განვითარებას, ქრისტიანული ღირებულებების შესაბამისად, თითოეული ადამიანის ღირსების პატივისცემით.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ ვებ-გვერდს: https://caritas.ge/
ადმინისტრაცია
ადმინისტრაციული თანაშემწე
ნახვები 8
უნიკალური ნახვები 8