დღეს - 30 სექ
უმცროსი AML სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1-დან 2 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი აცხადებს ვაკანსიას უმცროსი AML სპეციალისტის პოზიციაზე, იურიდიულ დეპარტამენტში.


სამუშაო საათები: 10:00–18:00 (ორშაბათი – პარასკევი)

სამუშაო ადგილმდებარეობა: დავით აღმაშენებლის ხეივანი 66ა (სათავო ოფისი)


ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიის კლიენტების იდენტიფიკაცია/ვერიფიკაცია;
  • AML პოლიტიკით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება;
  • მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების გამოვლენა და მათ შესახებ ინფორმაციის ფმს-ში დროული წარდგენა;
  • არსებული კანონებისა და რეგულაციებისთვის მუდმივი თვალყურის დევნება;
  • იურიდიული პირების დოკუმენტების მოპოვება და ინფორმაციის გადამოწმება სხვადასხვა არხით;
  • უშუალო ხელმძღვანელის და AML Officer-ის დახმარება საჭირო სამუშაოების მომზადებაში;
  • ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით პრევენციული ღონისძიებების გატარება;


აუცილებელი მოთხოვნები:

  • საქართველოს კანონმდებლობის ცოდნა ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მიმართულებით;
  • AML/CFT რეგულაციებისა და მასთან დაკავშირებული ინსტრუქციების, წესებისა და ნორმატიული აქტების ცოდნა;
  • კლიენტის იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის სტანდარტის ცოდნა;
  • საბაზისო კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Office (Excel, PowerPoint);
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • უმაღლესი განათლება ფინანსების ან იურიდიული მიმართულებით.


პიროვნული უნარები

  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის წარმოების უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება.


გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge 2024 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - უმცროსი AML სპეციალისტი


სადაზღვევო კომპანია ალდაგში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.


საბანკო
AML/CFT სპეციალისტი
ნახვები 3
უნიკალური ნახვები 3